Friday, November 6, 2009

”პროდრაივი” ”მინის” რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებს
Prodrive Is Working on a WRC-spec MINI
6 ნოემბერიუკვე რამდენიმე თვეა, საავტომობილო წრეებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ”ბეემვეს” ინგლისური მარკა ”მინი” რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას აპირებს. მაგრამ ოფიციალური ინფორმაცია ამ თემაზე მკაცრად გასაიდუმლოებულია.
ინტერნეტით გავრცელებული ხმებით, ახლა ბავარიელებს ერთი მთავარი პრობლემა აწუხებთ - რომელ მოდელზე უნდა იყოს ბაზირებული ”მინის” WRC (ვორლდ რალი ქარ) ვერსია. ვარაუდი გვეუბნება, რომ საბაზო მოდელად ქროსოვერს გამოიყენებენ.
დღეისათვის ”ბეემვე” არცერთ დიდ სარბოლო სერიაში აღარ მონაწილეობს. გასული სეზონის დასრულებისთანავე, ბავარიელთა გუნდმა ფორმულა 1-ის არენაც მიატოვა. მაგრამ როგორც ჩანს, ამის ანაზღაურება რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის გამოყვანით ანაზღაურდება. ამაში კი გერმანულ კომპანიას ინგლისური ”პროდრაივი” ეხმარება, რომელიც ცნობილია იმით, რომ წლების განმავლობაში, ”სუბარუს” WRC-ს სპეციფიკაციის მანქანებს უმზადებდა.
რაც შეეხება ქროსოვერს, ასეთი ”მინის” სამოდელო გამაში ჯერჯერობით არ ფიგურირებს. მისი დებიუტი ფრანკფურტის წლევანდელ ავტო შოუზე იგეგმებოდა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, მერმისისთვის გადაიდო. და არაა გამორიცხული, რომ ის ჟენევაში, ან პარიზში, თავის WRC-ვერსიასთან ერთად ვიხილოთ.
ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად, ”პროდრაივის” სპეციალისტები, საბაზო მოდელის გარეშე, მისი რალის ვერსიის ზოგიერთ დეტალს ამუშავებენ.

No comments:

Post a Comment