Friday, November 6, 2009

გორდონ მარი ელექტრომობილსაც გვპირდება
Gordon Murray Announce T.27 Electric Car
6 ნოემბერილეგენდარულ ინჟინერ გორდონ მარის საინჟინრო და სადიზაინერო სახლი და ბრიტანული კომპანია ”ციტეკი”, ერთობლივად სამადგილიან ერლექტრომობილს შექმნიან, რმოებაც, სავარაუდოდ, 2011 წელს დაიწყება.
ორმა კომპანიამ, თავიანთი პროექტის განსახორციელებლად, ბრიტანული ”ტექნოლოგიური სტრატეგიების საბჭოსგან” 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. აღნიშნული პროექტი 16 თვეზეა გათვლილი და ის მარის ჯერაც დაუმთავრებელ მოდელ T.25-ის ბაზაზე, ელექტრომობილის შექმნას ითვალისწინებს.
პარტნიორების განცხადებით, T.27 ”მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ელექტრომობილი” გახდება, რასაც მისი სიმსუბუქე, მცირე აეროდინამიკური წინააღმდეგობა და ის ფაქტი განაპირობებს, რომ ავტომობილი სუფთა ფურცლიდან იქმნება.
ჯერჯერობით, ახალი ავტომობილის ტექნიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მარი აცხადებს, რომ მასში ელექტროძრავი, ელექტრონული მართვის სისტემები და კვების სისტემა ერთ კომპაქტურ ბლოკში იქნება გაერთიანებული.
მარი ამბობს, რომ T.27-ის წარმოებისთვის, მის მიერ შემუშავებულ, საწარმოო პროცეს ”iსტრიმს” გამოიყენებს, რაც წარმოების პროცესს და შედეგად, საბოლოო პროდუქტს მნიშვნელოვნად გააიაფებს.

No comments:

Post a Comment