Friday, June 17, 2011

ახალი „იარისი“ - კომპაქტური გარედან, ფართე შიგნიდან

All-new European Market 2012 Toyota Yaris Breaks Cover
17 ივნისი
„ტოიოტამ“ თავის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „იარისის“ მესამე თაობის ავტომობილის შესახებ პირველი ფოტოები, თავისი ჰოლანდიური განშტოების მეშვეობით გაავრცელა, მოგვიანებით კი მის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია ბრიტანული შტოს ხელით გამოაქვეყნა. ამ გამოქვეყნებას თითქოს ინფორმაციის გაჟონვის ხასიათი ჰქონდა, თუმცა აშკარაა, რომ ისინი ოფიციალურის დონეზეა.

ავტომობილს იაპონური კომპანიის ვალენსიენის (საფრანგეთი) ქარხანა გამოუშვებს და ის უპირველესად, ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „ტოიოტას“ ბრიტანული შტო გვატყობინებს, რომ ახალი „იარისი“ „პატარაა გარეგნულად, შიგნიდან კი - ფართე“. ანუ, თავის მთავარ ღირსებას - კომპაქტურობას ინარჩუნებს და იმავდროულად, უფრო მაღალი კლასის ავტომობილების შესაფერის კომფორტს გვთავაზობს.
ახალი „იარისი“ თავის კლასში პირველი ავტომობილია, რომელიც მულტიმედიის ულტრათანამედროვე სისტემა „თაჩ ენდ გოუს“ მიიღებს. ეს სისტემა, ამ ავტომობილის სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა. ამ სისტემის მთავარი ნაწილია 6.1-დუიმიანი მონიტორი, რომელსაც ეგრეთ წოდებული თაჩ-სქრინ ეკრანი აქვს.
ახალი „იარისისთვის“ სამი ძრავია გამოყოფილი, რომელტაგან ორი ბენზინისაა, ერთი კი - დიზელის. ბენზინზე მომუშავე აგრეგატებიდან, სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი 68 ცხენის ძალას ავითარებს, ოტხცილინდრიანი 1.3-ლიტრიანი კი - 93 ცხენის ძალას. დიზელის აგრეგატის მუშა მოცულობა 1.4 ლიტრია, მისი სიმძლავრე კი ჯერჯერობით უცნობია. მოგვიანებით შესაძლებელი იქნება ჰიბრიდული „იარისის“ შეძენა. ოღონდ, მასში ბენზინის რომელი აგრეგატი გაერთიანდება, ჯერ უცნობია.
ახალი „იარისის“ გაყიდვები მალე დაიწყება, მისი მეშვეობით, „ტოიოტა“ იმედოვნებს, რომ მისი ევროპული გაყიდვები მილიონიან ზღვარს ასცდება.

No comments:

Post a Comment