Thursday, August 18, 2011

კუბიცას კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ


Robert Kubica's injury progress set to improve after final operation 
18 აგვისტო
როგორც რობერტ კუბიცას მკურნალი ექიმი ამბობს, პოლონელი მრბოლის გამოჯანმრთელების პროცესი მნიშვნელოვნად მას შემდეგ დაჩქარდება, რაც მარჯვენა იდაყვის ბოლო ოპერაციას გაუკეთებენ. ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ სახსარი სრულად გაიხსნას. ექიმი რიკარდო ჩეკარელი ამბობს, რომ კუბიცას შეზღუდული აქვს მარჯვენა იდაყვის სახსრის მოძრაობა, ეს კი რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას შეუძლებელს ხდის. თუმცა, ექიმი დარწმუნებულია, რომ ოპერაციის შემდეგ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ის ფიქრობს, რომ იდაყვის უძრაობა, ხელის ქვედა ნაწილის მოუქნელობას იწვევს, ეს კი მთლიანად ხელის კუნთების ნორმალურ კონდიციაში მოყვანას უშლის ხელს. ”სანამ მისი იდაყვი დაბლოკილია, სრული რეაბილიტაციის შანსიც არ გვაქვს. მართალია, იდაყვის ქვედა ყველა სახსარს ვავარჯიშებთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. მთავარია, ხელს მოქნილება მაქსიმალურად დაუბრუნდეს. ამის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესი შესამჩნევად დაჩქარდება. კუნთოვანი მასის ზრდა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც იდაყვის სახსარი გაიხსნება”, - ამბობს ჩეკარელი.

No comments:

Post a Comment