Thursday, September 15, 2011

ხოჭო ტესტოსტერონით

სამიოდ თვის წინ, ”ფოლკსვაგენმა” ახალი, მესამე თაობის ”ხოჭო” გაგვაცნო, ფრანკფურტში კი ამ ავტომობილის სტეროიდული კონცეპტუალური ვერსია წარმოადგინა, რომელსაც ინდექსად R დაურთო. ავტომობილი ”სერიოზულ ნაცრისფრადაა” (რატომღაც, ფერს ასე შეარქვეს) შეღებილი და ორიგინალურ ბორბლებზე (ტალადეგა) დგას.

კაპოტქვეშ 2.0-ლიტრიანი TSI ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელთან უნისონშიც 6-საფეხურიანი DSG ავტომატი მუშაობს. თითქმის ჰექტარიანი პავილიონის მასპინძლებს, ძრავის მონაცემები არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა სავარაუდოდ, მისი სიმძლავრე 240 ცხენის ძალის ფარგლებში უნდა იყოს. მართალია, ეს ”გოლფ R-ისა” (270 ცხ.ძ) და ”შიროკო R-ის” (265 ცხ.ძ) ძრავის სიმძლავრეზე ნაკლებია, მაგრამ ”ხოჭოს” სრულებით ეყოფა.
”ტალადეგა” ვერ ფარავს უზარმაზარ სამუხრუჭო დისკოებს და ლურჯად შეღებილ სამუხრუჭე სუპორტებს, რომლებიც ოთხ-ოთხი ცილინდრითაა აღჭურვილი. წინა ბამპერის ქვეშ სამ ჰაერის ამღებს და სპლიტერს შენიშნავთ. ამ უკანასკნელს აეროდინამიკური დანიშნულება აქვს, ჰაერის ამღებებიდან კი, ერთი ჟანგბადით ძრავს უზრუნველყოფს, მის კიდეებში მდებარე ორი ”ლაყუჩი” კი წინა მუხრუჭებს აგრილებს.

No comments:

Post a Comment