ეს ავტომობილი მხოლოდ ევროპული ბაზრისთვის შექმნილი აღარაა. თავიდან იქნებ, მისი მისია სწორედ ძველ კონტინენტს არ სცილდებოდა, მაგრამ შემდეგ ის ამერიკაშიც გაიტანეს და მართალია, იქ მყიდველს ”ელანტრა ტურინგის” (ტურინგ - სამოგზაურო) სახელით შესთავაზეს, მაგრამ ამის მიუხედავადაც, გლობალურ მოდელად იქცა. ახლაც, ფრანკფურტულ პრემიერაზე, ”ჰიუნდაიმ” გამოაცხადა, რომ ახალ i30-საც ამერიკის გზას აუცილებლად გაუყენებენ. და, რა თქმა უნდა, ისევ იმ სახელით.

უნდა ითქვას, რომ ბევრს წინა თაობის i30-ის უკანა ნაწილი არ მოსწონდა. თუმცა, ამჯერად ამ მხრივაც, ეს ავტომობილი უნაკლოა. ის კორპორატიულ სტილ ”ფლუიდიკ სკალფჩას” (თხიერი სკულპტურა) მორიგი, დახვეწილი განსახიერებაა. საერთო ჯამში კი ავტომობილი სპორტულადაც გამოიყურება და არც აგრესიული იერი აკლია.
No comments:
Post a Comment