Thursday, September 15, 2011

”ფოლკსვაგენ Up!” - მოლოდინი დასრულდა

თითქმის ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვოლფსბურგულმა ავტოგიგანტმა პატარა საქალაქო ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია გვიჩვენა. ავტომობილს უხნაური სახელი ჰქონდა - Up! და მაშინ ყველამ ჩათვალა, რომ ეს კონცეპციის შესაფერისი იყო. მაგრამს ახელი დარჩა! ეს ორბგერიანი სიტყვა წამოდგომას, დასაწყისს ნიშნავს, ამ შემთხვევაში დასაწყისს. როგორც ჩანს, ახალი სახალხო ავტომობილის ისტორიის დასაწყისს.


როგორი გაგრძელება ექნება ისტორიას? ვოლფსბურგში დარწმუნებულები არიან, რომ ისეთი, როგორსაც გეგმავდნენ. მათი არგუმენტი დაბალი ფასია - პატარა ავტომობილში მცირე თანხას - (გერმანიაში) 9 850 ევროს მოითხოვენ. ამასთან, ”ფოლკსვაგენი” გვპირდება, რომ ამ ავტომობილთან დაკავშირებით, აამოქმედებს დაფინანსების ინოვაციურ გეგმას, სახელად ”აუტოკრედტ2”, რომელსაც გლობალურად გამოიყენბენ. ამ გეგმით, კომპანია თავის დილერებს ”აპ!-ის” გაყიდვებში დაეხმარება. თუმცა, ამ გეგმის შესახებ კონკრეტული ჯერ არაფერი თქმულა...

No comments:

Post a Comment