Thursday, September 15, 2011

”ფისკერის” საოჯახო ლუქსი

”ფისკერი” ძალიან პატარა კომპანიაა და ჯერ მხოლოდ ერთ ავტომობილს აწარმოებს, მაგრამ სხვებზე ნაკლებ ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებს. უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ ახერხებს შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მქონე კომპანია ასეთ აქტიურობას...

კალიფორნიული კომპანიის კონცეპტუალური ”სარფი”, ფრანკფურტის შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ის არამხოლოდ თავისი ელეგანტურობით ხიბლავს დამთვალიერებელს, არამედ მდიდრულობითაც, ტევადობითაც, სპორტული სტილითაც და ეკონომიურობითაც - ის ხომ პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი.
ეს ავტომობილი ”ფისკერის” ერთადერთი ავტომობილის, სედან ”კარმას” პლატფორმაზეა აგებული. ის ძალიან ჰგავს ”ფერარის” FF-ს და ამას თავად კომპანიის დამაარსებელი, დანიელი ჰენრიკ ფისკერიც არ უარყოფს და დასძენს, რომ ეს მანქანა FF-ს კი ჰგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით, ოთხკარიანია. თანაც, იტალიურ ავტომობილზე თითქმის სამჯერ იაფი ღირს.
”სარფის” წარმოება ორ წელიწადში დაიწყება და 10 000 დოლარზე მეტი ეღირება.

No comments:

Post a Comment