Saturday, September 17, 2011

ფოლკსვაგენ აპ!-ის ოჯახი

აპ! აძურა


ქროს აპ!

მოდელ ”აპ!-ის” კონცეპტუალურ ვერსიებს შორისაა სპორტული GT, რომელიც 100-ცხენისძალიანი ძრავით და ”ფოლკსვაგენის” სერია GTI-ს ელემენტებით აღიჭურვა. მასზე არანაკლებ საინტერესოა საპლიაჟო ღია ”აპ! აძურა”, რომლის დიზაინიც ჯორჯეტო ჯუჯარომ და ვალტერ და სილვამ შეიმუშავეს. ამ მანქანასაც არც სახურავი აქვს და არც კარები. თუმცა ბაგისგან განსხვავებით, მასში ოთხი სავარძელი მოთავსდა და თანაც, ავტომობილი არც სპორტულად გამოიყურება.

ეკო აპ!
მესამე კონცეპციაა ”ქროს აპ!”. სახელიდან გამომიდინარე, ალბათ მიხვდით, რომ ეს ქროსოვერია. ამ ავტომობილს, GT-ს მსგავსად, სერიული წარმოების დიდი შანსი აქვს. ”აპ!-ის” ოჯახის მეოთხე კონცეპტუალური წევრია ”ეკო აპ!”, რომელიც ბუნებრივ გაზზე მუშაობს. ამ ავტომობილს 1.0-ლიტრიანი, 68-ცხენისძალიანი ძრავი, სისტემა ”ბლიუმოუშნ” და სისტემა სტოპ-სტარტი, ასევე ენერგიის რეგენერაციის სისტემა ემსახურება. ვოლფსბურგელები მას მალე გამოუშვებენ.
e-აპ!
მეხუთეა ელექტრომობილი e-Up!, რომელიც ასევე გამოვა ბაზარზე, ოღონდ ორი წლის შემდეგ. ამ ვერსიას ელექტროძრავი ამუშავებს, რომლის პიკური სიმძლავრეც 80 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 210 ნიუტონმეტრს აღწევს. მისი მეშვეობით, პატარა ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 135 კმ/სთ-ია. 18-კილოვატსაათი ტევადობის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, 130 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა.
GT აპ!

No comments:

Post a Comment