Saturday, September 17, 2011

ფოლკსვაგენ ბაგი Up!

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ექსპოზიცია ”ფოლკსვაგენს” და მის ჯგუფში შემავალ ბრენდებს აქვთ. მარტო ვოლფსბურგული კომპანიის ავტომობილებისთვის კი უზარმაზარი პავილიონი დაიქირავეს, რომლის ფართობი ერთ ჰექტარს აღწევს, იქ კი 30 მეტრი სიგრძის მონიტორზე, ამ პავილიონის ყველა ბინადრის შესახებ, დაწვრილებითი ვიზუალური ინფორმაციის ხილვა შეიძლება.
ამ პავილიონის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი კი არის სუბკომპაქტური ჰეჩბეკი Up!, ავტომობილი, რომელსაც ბაზარი და მყიდველი თითქმის ოთხი წელი ელოდა. და აი, ფრანკფურტში მისი სერიული ვერსია ვიხილეთ, რომელსაც ამალაში 6 კონცეპტუალური ვარიანტიც ახლავს. მათგან ყველაზე გამორჩეული კი არის ღია უგზოობის მოდელი ”ბაგი Up!”, რომელიც 1960-იან წლებში, კალიფორნიაში, ”ხოჭოს” ბაზაზე დამზადებული იმავე ტიპის ავტომობილის ერთგვარი გამოძახილია.
”ბაგი Up!-ს” არც სახურავი აქვს და არც კარები. მისი ძარა მსუბუქი მასალებითაა დამზადებული, სტრუქტურის გასაძლიერებლად კი სიხისტის რამდენიმე ელემენტია დამატებული, ორად ორი სავარძლის უკან კი დამცავი რკალი დააყენეს, რათა გადაყირავების შემთხვევაში, სალონში მყოფნი დაცულები იყვნენ. ბაგის სიგრძე 3 584 მილიმეტრია, სიგანე კი - 1 672 მილიმეტრი. ამგვარად, ის სერიულ Up!-ზე ოდნავ გრძელი და განიერია. ამასთან, ის ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც 205/40 ზომის საბურავებია ჩაცმული.
რაც შეეხება სალონს, აქ ყველაფერზე წყალგაუმტარი მასალაა გადაკრული, იატაკში კი წყალგამტარებია, რადგან წვიმაში მოყოლის შემთხვევაში, ინტერიერი არ დაიტბოროს.
”ფოლკსვაგენს” არ დაუზუსტებია, აპირებს, თუ არა ”ბაგი აპ!-ის” წარმოებას.

No comments:

Post a Comment