Sunday, September 18, 2011

რაიკონენმა ”უილიამსის” ფაბრიკა მოინახულა

Raikkonen visits Williams team factory
18 სექტემბერი

ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია გვაუწყებს, რომ კიმი რაიკონენი ”უილიამსს” ესტუმრა და მისი ფაბრიკა დაათვალიერა. უფრო მეტიც, ავსტრიული ინტერნეტ გამოცემა ”შპორტ10” და ფინური ”პლაზა” იტყობინებიან, რომ ამ ინფორმაციას ”უილიამსი” ადასტურებს.


მათი ინფორმაციით, ფაბრიკაში ფინელ მრბოლს მეგზურობას ”უილიამსის” აღმასრულებელი ადამ პარი უწევდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი ბრიტანულ გუნდს ”პირადი მიზეზებით” ეწვია. მართალია, ეს მიზეზები არ დაკონკრეტებულა, თუმცა ამის მიუხედავად, კულუარებში ისევ ალაპარკდნენ ფ1-ში რაიკონენის შესაძლო დაბრუნებაზე, რაც აქტუალური თემა მაშინვე გახდა, როგორც კი მან ფ1-დან რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაინაცვლა.

ამჟამად ”უილიამსის” მრბოლები ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო და ვენესუელელი პასტორ მალდონადო არიან. ამათგან მალდონადოს გუნდში დარჩენა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს, ბარიკელოს საკითხი კი ჯერაც გადასაწყვეტია - მას მომავალი სეზონისთვის კონტრაქტი ჯერაც არ გაუგრძელებია.
იტალიის დიდი პრიზის დღეებში, ბარიკელომ განაცხადა, რომ ის გუნდთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მეგონა, შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ, მაგრამ კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკება გაჭიანურდაო - სწუხს ბრაზილიელი ვეტერანი. მათ იციან, რისი თავი მაქვს, მაგრამ არ უნდათ, მხედველობიდან რაიმე გამორჩეთო...

No comments:

Post a Comment