Sunday, September 18, 2011

”რენომ” შეიძლება კუბიცა და პეტროვი გაუშვას

Renault could snub Kubica, Petrov for 2012
18 სექტემბერი
არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში ”რენომ” ორივე პილოტი გამოცვალოს. ასეთი ვარაუდი გამოითქვა გერმანულ გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტის”, პუბლიკაციაში, სადაც პოლონელ რობერტ კუბიცას და რუს ვიტალი პეტროვის შემცვლელებად, ბრაზილიელი ბრუნო სენა (ფოტოზე) და შვეიცარიელი რომენ გროჟანი მოიაზრებიან.

როგორც ცნობილია, კუბიცა სეზონის დასაწყისში მიღებულ მძიმე ტრავმებს ახლაც მკურნალობს და იმედოვნებს, რომ საჭესთან დაჯდომას მალე შეძლებს. პირველად ის საგზაო ავტომობილის მართვას გეგმავს, რის შემდეგაც, ”რენოს” მსოფლიო სერიის სარბოლი ავტომობილის საჭეს მიუჯდება და შესაძლოა, გრანპრი2-ის რბოლაშიც მიიღოს მონაწილეობა.

მაგრამ ”აუტო მოტორ უნდ შპორტი” ეჭვობს, რომ ”რენოს” ფ1-ის საჯინიბოს შეფებს, ერიკ ბულიესა და ჟერარ ლოპესს მოთმინება არ ეყოფათ და კუბიცას კარისკენ მიუთითებენ. ლოპესმა მონცაში ყოფნისას განაცხადა, რომ ის გუნდის შემადგენლობის შერჩევას უახლოეს მომავალში აპირებს. პოლონელ პილოტს კი ”რენოსთან” მომავალი სეზონის კონტრაქტი არ აქვს...
ამ მხრივ, უკეთეს მდგომარეობაშია პეტროვი, ვისაც მომავალი სეზონისთვის კონტრაქტი კი აქვს, მაგრამ პადოკში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ არც მისი ადგილია გარანტირებული. უფრო მეტიც, გერმანულ ჟურნალს მოჰყავს სენას ნათქვამი, რომ სპონსორების შოვნა ბრაზილიაში უფრო იოლია, ვიდრე რუსეთში. ანუ, ის პეტროვის ადგილს უმიზნებს.
რაც შეეხება გროჟანს, ის ”რენოს” პროტეჟეა და ბუნებრივია, ფრანგული კომპანიის ხათრით, გუნდი მის აყვანაზე უარს არ იტყვის. სამაგიეროდ, GP2-ის ახალი ჩემპიონისთვის მოკრძალებული ხელფასის გადახდის გამოც არავინ იწუწუნებს...

No comments:

Post a Comment