Monday, September 5, 2011

”კიონიგსეგმა” ”ექვსი რეკორდი გააუმჯობესა


Koenigsegg Agera R Sets 6 New Production Car Speed Records

5 სექტემბერი

ამიერიდან, სუპერ ავტომობილების მწარმოებელ შვედურ კომპანია ”კიონიგსეგს” და მის მორიგ შედევრ ”აგერა R-ს”, სერიულ ავტომობილებს შორის, მსოფლიოს ექვსი რეკორდი ეკუთვნის. ეს მიღწევები ავტომობილმა ”კიონიგსეგის” საცდელ პოლიგონზე დაამყარა, რომელიც ენგელჰოლმში მდებარეობს.


მართალია, ტესტების ორგანიზატორებს აქვთ პრეტენზია, რომ ”აგერა R-ის” მიღწევები გინსის რეკორდების წიგნში დაფიქსირდეს, მაგრამ რეკორდების დამყარების პროცესს, ამ უკანასკნელის წარმომადგენელი  არ დასწრებია. შედეგების დასაფიქსირებლად, გამოყენებულ იქნა ”რეისლოჯიკის” ქრონომეტრული სისტემა.

”აგერა R-ს” მიზანი, მსოფლიოს უსწრაფეს ავტომობილად მიჩნეული ”ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტის” მიღწევების ჯობნა იყო. აღსანიშნავია, რომ პირველის მაქსიმალური სიმძლავრე 1 115 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 1 200 ცხენის ძალა. მართალია, შვედურმა სუპერმა ექვსი მიღწევა დააფიქსირა, მაგრამ ”ბუგატის” ორ მთავარ მიღწევას ვერაფერი მოუხერხა.
”ვეირონის” უსწრაფეს მოდიფიკაციას კვლავაც ეკუთვნის მაქსიმალური სიჩქარისა და ადგილიდან ასამდე აჩქარების რეკორდები. პირველი 431 კმ/სთ-ია, სტანდარტულ აჩქარებას კი ის 2.5 წამში ასწრებს. სამაგიეროდ, ”აგერა” უფროს სწრაფად, 14.53 წამში ახერხებს ადგილიდან 300 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას. 320-მდე აჩქარებისთვის მას 17.68 წამი დასჭირდა, 300 და 320 კმ/სთ სიჩქარიდან კი სრული გაჩერება შესაბამისად, 6.66 და 7.28 წამი იმყოფინა.
ტესტები ჩატარდა 0-300-0 და 0-320-0 კმ/სთ ციკლებშიც. ანუ, ადგილიდან 300-ის აკრეფა-სრული გაჩერების და ადგილიდან 320-ის აკრეფა-სრულ გაჩერებაში. პირველ შემთხვევაში, ”აგერა R-ს” 21.19 წამი დასჭირდა, მეორეში კი - 24.96 წამი.
ცნბისათვის, ”აგერა R” 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ორი ტურბო კომპრესორი ემსახურება. ძრავთან კი, ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული.

No comments:

Post a Comment