Sunday, September 4, 2011

”მერსედესი” კომპაქტურ როდსტერს ამზადებს

Mercedes-Benz is preparing a compact roadster
4 სექტემბერი
”მერსედს ბენცს” თავის ახალ, წინაამძრავიან კომპაქტურ პლატფორმაზე, რამდენიმე ახალი ავტომობილის გამოშვება აქვს აქვს გადაწყვეტილი. მათგან ოთხის შესახებ შტუტგარტელებმა ადრეც განაცხადეს - პირველი B-კლასის ჰეჩბეკი იქნება, რომლის პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. მას მოჰყვება ახალი A-კლასი, ოთხკარიანი კუპე BLS და კომპაქტური ქროსოვერი BLK.
ფრანკფურტის მოტორ შოუმდე რამდენიმე დღით ადრე კი, ცნობილი გახდა, რომ ამავე პლატფორმაზე კიდევ ერთი ავტომობილი დამზადდება და ეს იქნება კომპაქტური როდსტერი SLA. ეს ავტომობილი ბაზარზე კონკურენციას ”ბეემვეს” პირველი სერიის კაბრიოლეტსა და ”აუდის” როდსტერ TT-ს გაუწევს.
შტუტგარტელების კომპაქტური როდსტერი ბაზარზე ორი წლის შემდეგ გამოჩნდება და ის დაახლოებით კონცეპტუალური ”ვიჟნ SLA-ს” მსგავსი იქნება. ამასთან, მისი მოსახსნელი სახურავი ქსოვილისგან დამზადდება. სხვათა შორის, კონცეპტუალურ როდსტერს სახურავი ალუმინის აქვს, სალონში კი უხვადაა გამოყენებული კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალები.
სავარაუდოდ, ორადგილიანი კომპაქტური როდსტერი ოთხცილინდრიან 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომელსაც საწვავი ნარევი პირდაპირ წვის კამერაში მიეწოდება. ბენზინის გარდა, როდსტერს ასევე ტურბოდიზელის აგრეგატებიტაც აღჭურვავენ. ძრავებს კი 6-საფეხურიან მექანიკურ, ან 7-საფეხურიან ავტომატურ კოლოფებს შეუწყვილებენ. მეორე შემთხვევაში, ძრავსა და კოლოფს შორის მეკავშირის როლს ორდისკოიანი ქურო შეასრულებს.

No comments:

Post a Comment