Monday, October 15, 2012

ჰამილტონის მანქანაზე უკანა სტაბილიზატორი გატყდა

Anti-roll bar failure wrecked Hamilton's chances
15 ოქტომბერი

მიზეზი, რომელმაც ლუის ჰამილტონს კორეაში კვარცხლბეკისთვის ბრძოლის საშუალერბა არ მისცა, გატეხილი უკანა სტაბილიზატორია. ბრიტანელ პილოტს პრობლემები შუა რბოლაში შეექმნა, რის შემდეგაც მან მკვეთრად დათმო პოზიციები. თუმცა, რბოლა მაინც დაასრულა და ერთადერთი ქულის აღებაც შეძლო.

ჰამილტონი ამბობს, რომ მანქანას „ნერვიულობა“ შუა რბოლაში შეატყო, რაც რადიოთი ბოქსებიდან მაშინვე დაუდასტურეს. მაგრამ რამ გამოიწვია ყოველივე, ეს რბოლის დასრულების შემდეგ, მანქანის დათვალიერებისას გაირკვა, სტაბილიზატორის დაზიანებამ, რეზინის ინტენსიური ცვეთა გამოიწვია, რის გამოც, ჰამილტონმა სამი პიტსტოპი შეასრულა.
თითქოს ესეც არ იყო საკმარისი, რბოლის მიწურულს მანქანას მარჯვენა მხარეს დიდი ზომის ქსოვილი (ხელოვნური გაზონი) წამოედო, რამაც მისი აეროდინამიკაც გააუარესა. ასეთ ყოფაში ჩავარდნილ ბრიტანელს, ბოლო წრეზე სერხიო პერესი დაეწია და შეუტია კიდეც, მაგრამ ჰამილტონმა პოზიციის დაცვა შეძლო.
„სტაბილიზატორი ალბათ მე-18 წრეზე დაზიანდა. მანამდე ლუისი მესამე ადგილისთვის იბრძოდა, მაგრამ შემდეგ ჩამორჩა და რამდენიმე პოზიცია დათმო. საკიდარის გაფუჭებამ ყველაზე მეტად საბურავებზე იმოქმედა. დაირღვა ბალანსი. პიტსტოპებისას, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამის გამო, ლუისს სამჯერ გაჩერებამ მოუწია. შევცვალეთ საბურავებში წნევა და ფრთის დახრის კუთხე, მაგრამ ამით ბევრს ვერაფერს მივაღწიეთ“, - ყვება „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში და დასძენს:
„ყოველივეს გამო, მანქანა ძალიან ძნელად სამართავი გახდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ლუისმა რამდნიმე წრის განმავლობაში შეძლო კიმი რაიკონენის შეკავება, მერე კი ორ „ტორო როსოს“ ებრძოლა. ეს უთანასწორო ბრძოლა იყო და ლუისმა მაქსიმუმი გააკეთა“.
კორეული ფიასკოს შემდეგ, ჰამილტონის საჩემპიონო შანსები თითქმის დასამარდა. ის უკვე 62 ქულით ჩამორჩება ახალ ლიდერ სებასტიან ფეტელს. დარჩენილ ოთხ რბოლაში, მაქსიმუმ 100 ქულის აღება შეიძლება. ანუ, ფეტელს და მასთან ერთად ფერნანდო ალონსოსაც (ვისთანაც ჰამილტონი 56 ქულას აგებს), ტოტალურად არ უნდა გაუმართლოს, რომ ჰამილტონმა მეორე ტიტულის მოპოვება შეძლოს.

No comments:

Post a Comment