Sunday, September 11, 2011

რუსთავის მშენებარე ავტოდრომი (სექტემბერი)

10 სექტემბერი
სტარტზე მდგარი მანქანების ძრავების ღრიალის ხმა უკვე ისმის!!!


რუსთავის ავტოდრომის მშენებლობა სრული ტემპით მიმდინარეობს. უკვე აშენებულია ბოქსების კომპლექსი, მიმდინარეობს ბოქსების ინფრასტრუქტურის გამართვა, პიტლეინის და პადოკის მოწყობა. პარალელურად, საფუძველი ჩაეყარა მთავარ ტრიბუნას, რომლის საყრდენებიც უკვე ამოყვანილია. დაწყებულია კიდევ ორი ტრიბუნის მშენებლობა, რომლებიც პირველი და მეორე S-მოსახვევების გასწვრივ აღიმართება. მოსახვევებში საფუძველი აქვს ჩაყრილი ბეტონის კედლებს, მიმდინარეობს უსაფრთხოების ზონების მოწყობა.
მალე დასრულდება ბოქსების აღჭურვა, დაიდგმება მთავარი ტრიბუნა, მოეწყობა პადოკი, მოსახვევები უსაფრთხოების სტრუქტურებით აღიჭურვება. ძირითადი სამუაოების დასრულების შემდეგ კი ასფალტის ბოლო ფენასაც დააგებენ. საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტ შოთა აფხაზავას თქმით, ასფალტის ზედა ფენის დაგება, ტრასის მშენებლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და რთული საქმეა.
პირველი რიგის სამუშაოები ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს და ახალ ავტოდრომზე აჩვენებელი რბოლაც მოეწყობა. რა მანქანებით იასპარეზებენ საჩვენებელ რბოლაში, ეს სიურპრიზად რჩება...

რუსთავის მშენებარე ავტოდრომი 10 სექტემბერს ასე გამოიყურებოდა...

პირველი მოსახვევი

მეორე მოსახვევი
სტარტ/ფინიშის სწორი და ბოქსების კომპლექსი
აქ მთავარი ტრიბუნა, ეგრეთ წოდებული გრანდ სტენდი იქნება
მომავალი პიტლეინი და მისი გზისგან გამომყოფი (მშენებარე) კედელი
ისევ მომავალი პიტლეინი და მისი კედელი
ეს ბოლო მოსახვევია თავისი უსაფრთხოების ზონით
კამაზ-ის იქით, მეორე გრძელი სწორი მონაკვეთის (რომელიც სტარტ/ფინიშის სწორის თითქმის პარალელურია, მცირე ტეხილით) შემდგომი მოსახვევი (ადრე 90-გრადუსიანს ეძახდნენ) მოჩანს
იგივე მოსახვევი
ბოქსები პადოკის მხრიდან

ბოქსები შიგნიდან
ისევ ბოქსები შიგნიდან
მიმდინარეობს პადოკის მოედნის მშენებლობა

ბოქსების მეორე სართული
პირველი S-მოსახვევი
მეორე სწორის ტეხილი შორიდან
მეორე სწორის შემდგომი მოსახვევი

ბოქსების კომპლექსი მეორე სწორის ბოლო მონაკვეთიდან
პირველი S-ის წინ, ტრიბუნების მეორე სექტორი აშენდება
ისევ პირველი S
მეორე სწორი (შორს მისი ტეხილი ჩანს)

პირველი S
პირველი S

მეორე S-ის შესასვლელი
ისევ მეორე S-ის შესასვლელი
მეორე S
პადოკის გზა გვირაბის შესასვლელით
პადოკისკენ მიმავალი გზა


No comments:

Post a Comment