Sunday, September 11, 2011

ლიუცი თავს იმართლებს

Tonio Liuzzi blames Heikki Kovalainen for Italian Grand Prix start crash
11 სექტემბერი
იტალიის დიდი პრიზის დასაწყისში მომხდარ ავარიაში, რომელშიც რამდენიმე მანქანა დაიმტვრა, სტიუარდებმა ”ისპანია რეისინგის” იტალიელი მრბოლი ვიტანტონიო ლიუცი დაადანაშაულეს. ამის გამო, მან ჯარიმაც მიიღო - სინგაპურის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მოპოვებულ ადგილთან შედარებით, რბოლას ხუთი პოზიციით უკან დაიწყებს.
მაგრამ ლიუცი ამბობს, რომ მართვა ცოტა ხნით ადრე, ჰეიკი კოვალაინენთან მომხდარმა ინციდენტმა დააკარგვინა. შემდეგ მისი მანქანა ბალახებზე გადავიდა და დატრიალდა. უმართავი კი მაღალი სიჩქარით, პირველი მოსახვევისკენ გასრიალდა, რომელიც პელოტონს ჯერ არ გაევლო.
”ძალიან შევრცხვი. როსბერგს და პეტროვს მოვუბოდიშე, მაგრამ მომხდარი ჩემი ბრალი არ ყოფილა. მანამდე მე კოვალაინენმა მომიჭრა გზა და ბალახებისკენ გამრიყა. ბალახებში კი მანქანაზე კონტროლი დავკარგე, და ამდენად, რაიმეს გამოსწორება შეუძლებელი იყო. სტარტზე კოვალაინენის მანქანის მარჯვენა მხარეს გავედი, მაგრამ მანაც ჩემი მიმართულებით მიმართა მანქანა და ბალახისკენ გამრიყა. ეს იმ მომენტში მოხდა, როცა დამუხრუჭება უნდა დაგვეწყო. დავამუხრუჭე, მაგრამ მანქანას გზასთან შეჭიდება დაკარგული ჰქონდა. სწორედ ამის გამო გახდა ის უკონტროლო”, - ყვება ლიუცი და დასძენს:
”მანქანა რომ მოცურდა, თავიდან ასეთუისე, მის კონტროლს ვახერხებდი. მაგრამ შემდეგ კონტროლი სულ დაიკარგა და მე ჩვეულებრივი მგზავრი გავხდი. ვიცოდი, რომ ვინმეს დავეჯახებოდი. მაგრამ რა ჩემი ბრალია, კოვალაინენმა ბალახისკენ გამრიყა და ყველაფერი ამის გამო მოხდა. არადა, რა კარგი სტარტი ავიღე - რიკიარდოს და ორივე ”ვირჯინს” გავასწარი და ”ლოტუსის” გასწრებასაც ვცდილობდი, მაგრამ ყველაფერი ასე დამთავრდა”.

No comments:

Post a Comment