Wednesday, September 21, 2011

”პეჟო HX1” - ლომების კიდევ ერთი ექსპერიმენტი

ფრანგული კომპანია კვლავ სრულყოფილების ძიებაშია და ამ მიმართულებით, ექსპერიმენტებს აგრძელებს, რისი მორიგი გამოვლენაც, კონცეპტუალური HX1-ის სახით, ფრანკფურტის მოტორ შოუზე ვიხილეთ. ეს არის 6-ადგილიანი მიკროვენი/უნივერსალი/ჰეჩბეკი, რომელიც ”პეჟოს” ცნობილი ჰიბრიდული დანადგარით (ჰაიბრიდ4) არის აღჭურვილი.

ჰიბრიდულ სისტემაში, რომლის ჯამური სიმძლავრე 299 ცხენის ძალას აღწევს, 2.2-ლიტრიანი დიზელი Hdi და ელექტროძრავი შედის. შიდაწვის ძრავთან, 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომლის გავლითაც, მაბრუნი მომენტი უკანა ბორბლებს მიეწოდება. ელექტროძრავი კი წინა ბორბლებს არტიალებს. ამ სისტემის წყალობით, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 3.2 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 83 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. მარტო ელექტროძრავით, ავტომობილს დაახლოებით 30 კილომეტრის გავლა შეუძლია.
რაც შეეხება გარეგნობას, მასში განსაკუთრებულ ყურადღებას ძალიან წინ წაწეული საქარე შუშა იქცევს. ფრანგული კომპანია ამ სტილს ცოტა უცნაურად განმარტავს - ”კაბინა სხვა ქვეყანაში”. უცნაური კონსტრუქცია აქვს ოთხივე კარსაც. წინებს საყრდნი წინ აქვს და უკნიდან წინ და ზევით იხსნება. უკანებს კი საყრდენი უკან აქვს და ისინი წინიდან უკნისკენ და ზევით იხსნება. გარდა ამისა, ავტომობილს რამდნიმე აეროდნმიკური მოძრავი ელემენტი აქვს, რომლებიც გარკვეული სიჩქარისას, ოპტიმალურ პოზიციას ავტომტურად იკავებენ.

No comments:

Post a Comment