Monday, October 3, 2011

”მერსედესის” გლადიატორი

ფრანკფურტში ”მერსედესმა” თავისი C-კლასის კუპეზე ბაზირებული სარბოლი მონსტრი წარადგინა, რომლითაც DTM-ის (დოიჩე ტურენვაგენ მაისტერშაფთ - გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატი) სერიის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას. ავტომობილის შემუშავებაში, შტუტგარტელების შინაური სატუნინგო კომპანიის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ და ამიტომ, ავტომობილის სრული სახელია ”მერსედეს C-კლასი AMG DTM”.

ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ შასიზეა აგებული, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად კი ძარა მტკიცე ფოლადის კარკასით გააძლიერეს. სარბოლი ავტომობილი 4.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვა, რომლის სიმძლავრეც, სპეციალური შემზღუდველის გამო, ”მხოლოდ” 500 ცხენის ძალაა (7500 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 500 ნიუტონმეტრი. სარბოლი ავტომობილი მხოლოდ 1050 კილოგრამს იწონის.
”მერსედეს C-კლასი AMG DTM-ის” საპრეზენტაციოდ, სამქიმიანებმა ფრანკფურტის შოუზე თავიანთი ფ1-ის გუნდს პილოტები, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი მიიწვიეს, რომლებმაც წინა დღით, იტალიის დიდი პრიზის რბოლაში იასპარეზეს. მანქანას საბურველი სწორედ მათ მოხსნეს.
სხვათა შორის, DTM-ის 27-წლიან ისტორიაში, ”მერსედესი” ყველაზე წარმატებული კომპანიაა - მის გუნდს 156 რბოლაში მიუღია მონაწილეობა და აქედან 84 მოუგია.

No comments:

Post a Comment