Monday, October 3, 2011

საფრანგეთში ოჟიემ მოიგო

Ogier wins in France as Loeb's lead evaporates
3 ოქტომბერი
ოჟიე გამარჯვებას ზეიმობს
ფრანგი სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - საფრანგეთის რალი. რბოლა ძრავის დაზიანების გამო ვერ დაასრულა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა, რის გამოც, მას ფინელი მიკო ჰირვონენი დაეწია.
ჰირვონენმა ფრანგული რალი მესამე ადგილზე დაასრულა - გამარჯვებულს თითქმის სამწამნახევრით ჩამორჩა. თავად ოჟიემაც ლოებთან ჩამორეჩენა სულ 3 ქულამდე დაიყვანა. მაგრამ ამის მიუხედავადაც, ”სიტროენმა” გამოაცხადა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში, ლოებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
”სიტროენმა” ისიც გამოაცხადა, რომ ლოების მანქანაზე ძრავის დაზიანება, მისი აწყობისას დაშვებული შეცდომის ბრალია. გუნდის შეფი ოლივიე ქესნელი ამბობს, რომ მსგავსი შეცდომა უკვე 10 წელია, არ დაუშვიათ, მაგრამ ელემენტარული ადამიანური შეცდომისგან არავინაა დაზღვეული.
რალის მე-3 სპეცმონაკვეთზე, ლოების ”სიტროენის” ძრავზე წნევა დაეცა, შემდეგ კი აგრეგატმა სიმძლავრეც დაკარგა. ლოებმა განაცხადა, რომ 2003 ან 2004 წლის შემდეგ, მისთვის ძრავს არ უმტყუნია. ტესტების დროს ასეთი რამ ხდებოდა ხოლმეო, მაგრამ რბოლებში ძალია იშვიათადო...
მოკლედ, ჩემპიონტის დასრულებამდ ორი ეტაპით ადრე, ტიტულისთვის ბრძოლა ძალიან გამძაფრდა. შემდეგ ეტაპს ორ კვირაში ესპანეთი უმასპინძლებს, სადაც ლოებს ექვსი გამარჯვება აქვს მოპოვებული. და ლოები იმედოვნებს, რომ ესპანური ეტაპის შემდეგ, კვლავ ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

საფრანგეთის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი)              3:06:20.400
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი)                             +00:06.300
3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                          03:26.600
4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                  03:30.300
5. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი)                    06:42.000
6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                    07:08.300
7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                        07:58.300
8. კენ ბლოკი (აშშ, ფორდი)                                              08:25.500
9. პიერ კამპანა (საფრანგეთი, მინი)                              08:38.700

პირადი კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) - 196 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 196; 3. სებასტიან ოჟიე - 193; 4. იარი-მატი ლატვალა - 131; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) - 110; 6. მადს ოსტბერგი - 62; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) - 53; 8. დანიელ სორდო - 43; 9. ჰენინგ სოლბერგი - 40; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) - 34...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 372 ქულა; 2. ფორდ აბუ დაბი WRT - 318; 3. M-შპორტ შტობარტ ფორდ WRT - 133; 4. პეტერ სოლბერგ WRT - 98; 5. ტიმ აბუ დაბი - 34; 5. ფერმ პაუერტულზ WRT - 34; 7. მუნჩი’ს ფორდ WRT - 32; 8. მონსტერ WRT - 19; 9. ფან მერკსტეინ მოტორსპორტსი - 12; 10. ბრაზილ WRT - 1

No comments:

Post a Comment