Monday, October 3, 2011

მასას და ჰამილტონის შეჯახების რეალური მიზეზი...

Radio broadcast revelation stokes Massa and Hamilton collision controversy
3 ოქტომბერი
ფორმულა ერთის მოყვარულებს რა დაავიწყებს სინგაპურის რბოლის დროს, ლუის ჰამილტონის და ფელიპე მასას შეჯახებას, რომლის გამოც, ბრიტანელი პილოტი პიტლეინზე უქმე გავლით დაისაჯა. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონს მორიგი აგრესიული მანევრი არ აპატიეს, მაგრამ როგორც გაირკვა, მეტოქე გუნდები მისი ”ცუდი” რეპუტაციით უკვე სარგებლობენ და ეს ავარიაც ამის პირდაპირი შედეგი ყოფილა.
საქმე შემდეგშია: ფორმულა ერთის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც მასას სარბოლ ინჟინერ რობ სმედლისა და ბრაზილიელ პილოტს შორის რადიოსაუბარს შეიცავს. საუბარს, რომელიც რატომღაც, პირდაპირი რეპორტაჟის დროს არ გადაიცა.
ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, სმედლი მასას შემდეგს ეუბნება: ”შეაკავა ჰამილტონი, სანამ შეძლებ. დაანგრიე მისი რბოლა, სანამ მოახერხებ, მიდი ბიჭო...” ჰამილტონი მასას მერვე წრეზე წამოეწია. ამ დროს ბრაზილიელი მეხუთეზე იყო. სამი წრე ასე იარეს და შემდეგ ორივემ ბოქსებს მიაშურა. იქიდან გამოსულებმა კი გზა ვერ გაიყვეს. ”მაკლარენს” ცხვირი მოსტყდა, ”ფერარის” კი უკანა მარჯვენ ბორბალი დაუზიანდა.
რბოლის შემდეგ, სატელევიზიო ინტერვიუების არეში, მასამ ჰამილტონს სარკასტულად ”მიულოცა” ”კარგი” რბოლა და იქაურობას გაეცალა. ბრაზილიელმა თავის ვიზავის მწარე სიტყვები არც ამის შემდეგ მოაკლო: ”გუშინაც გითხარით, რომ მას გონებით მოქმედების უნარი არ აქვს. ასეა კვალიფიკაციაშიც კი და ხომ წარმოგიდგენიათ, რბოლისას რა იქნება. მას საშინელი კატასტროფის გამოწვევა შეეძლო. ის მაშინაც ვერაფერს ხვდება, როდესაც თავისი უაზრო საქციელის გამო, თავადვე ზარალდება”.
ჰამილტონმა კი მომხდარის თაობაზე ტოტალური დუმილი ამჯობინა. როგორც ჩანს, ისიც დაარწმუნეს იმაში, რომ მომხდარი მისი ბრალი იყო.
საქმე კი სულ სხვაგვარად ყოფილა...

No comments:

Post a Comment