Thursday, October 6, 2011

”კადილაკ სიელი” - გავიხსენოთ ”ელდორადო”

როგორც წესი, ”ჯენერალ მოტორსის” პრემიუმ სეგმენტის ბრენდ ”კადლაკს” ევროპულ გამოფენებზე აქტიურობა არ ახასიათებს, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. მის სტენდზე კი ის კონცეპტუალური ავტომობილი ვიხილეთ, რომელმაც ფრანკფურტამდე ორიდ თვით ადრე, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ღია ავტომობილს ”სიელი” (ფრანგულად ცა) ეწოდება და ვინც ამ მარკას იცნობს, მას ალბათ ლეგენდარულ მოდელ ”ელდორადოს” გაახსენებს. ერთი რამ აშკარაა - როგორც ჩანს, ”კადილაკმა” თავის ახალ სტილს მიაგნო და თუ ”სიელის” დიზაინს თავის კორპორატიულ სტილად აქცევს, ამით მოგებულიც დარჩება და ბევრსაც გაახარებს. სხვა თუ არაფერი, პატრიოტ ამერიკელებს მოენატრათ ამერიკულ პრემიუმ ავტომობილები, რომლებიც გერმანულ ბრენდებს რეალურ კონკურენციას გაუწევენ.
”სიელის” აღჭურვილობა ჯერჯერობით მეორეხარისხოვანი თემაა, თუმცა მასზე არაფრის თქმაც არ შეიძლება: ავტომობილი მამოძრავებელ ძალას ჰიბრიდული სისტემისგან ღებულობს, რომელშიც 3.6-ლიტრიანი V6 ტურბოძრავი და ელექტროძრავი შედის. მათი ჯამური სიმძლავრე 425 ცხენის ძალას აღწევს, რაც გერმანულ კომპანიებთან კონკურენციისთვის სრულიად საკმარისია...

No comments:

Post a Comment