Monday, October 24, 2011

„ბეემვეს“ სპორტულმა შტო M-მა შეიძლება საკუთარი ავტომობილი გამოუშვას

BMW product head says M division would like to develop own car
24 ოტომბერი
„ბეემვე“ პრემიუმ სეგმენტში მსოფლიო ლიდერია, მაგრამ მისი გერმანელი კონკურენტების, „მერსედესის“ და „აუდისგან“ განსხვავებით, აქამდე სუპერ ავტომობილებს არ აწარმოებს. მართალია, მისი სპორტული შტო, სახელად M, სერიული მოდელების ტემპერამენტიან ვერსიებს უშვებს, მაგრამ ეს სუპერ ავტომობილები არაა. ყოველივე კი ასეთი დონის მწარმოებლისთვის აშკარა ნაკლია.
და არ იქნება გასაკვირი, თუ ბავარიელები ამ ნაკლის გამოსწორებას ეცდებიან და ამისათვის სწორედ M-ის გამოცდილებასა და შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ახლახანს, ინტერნეტ გამოცემა „ინსაიდ ლაინმა“ სწორედ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციის მიხედვით, M დივიზიონს საკუთარი სუპერ ავტომობილის გამოშვება სურს, რომლითაც კონკურენციას სამქიმიანებს და ოთხრგოლიანებს გაუწევს.
სხვათა შორის, „აუდიმ“ რომ R8-ს წარმოება დაიწყო, ამისათვის „ლამბორგინის“ გამოცდილება გამოიყენა, „მერსედეს ბენცს“ და მის AMG-ს კი „მაკლარენთან“ პარტნიორობა გამოადგა. „ბეემვეს“ ასეთი გარე პარტნიორი არ ჰყავს, თუმცა M დივიზიონის მესვეურებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ სუპერ ავტომობილის წარმოება ძალუძთ. აქამდე მათთვის პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ შესაბამისი პროექტის ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება არ ხდებოდა.
სამი წლი წინ, ვოლა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე, „ბეემვემ“ კონცეპტუალური მოდელი წარადგინა, სახელად M1, რომელიც მხოლოდ ამ სახელის მქონე ლეგენდარული სუპერქარის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. მაშინ ბავარიელებმა განაცხადეს, რომ ამ ავტომობილის წარმოება არ იგეგმებოდა.
სანამ საკუთარი სუპერ ავტომობილით გაგვაოცებს, M დივიზიონს სხვა მიზნებიც აქვს. კერძოდ, მზადების პრცესშია მე-5 სერიის სედანის სპორტული ვერსია, 3.0-ლიტრიანი ტურბოდიზელი, რომელიც სამი ტურბოკომპრესორით აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 550 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 880 ნიუტონმეტრი იქნება. ავტომობილი ასევე სრულამძრავიან ტრანსმისიასაც მიიღებს. სავარაუდოდ, ეს ავტომობილი ბაზარზე მერმისს გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment