Monday, October 24, 2011

მეთერთმეტე ევო ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება

Hybrid Evo gets green light
24 ოტომბერი
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, „მიცუბიშის“ პრეზიდენტმა ოსამუ მასუკომ განაცხადა, რომ მისი კომპანია სამ წელიწადში მეთერთმეტე თაობის „ლანსერ ივოლუშნს“ გაოუშვებს და ეს ავტომობილი, დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება.
ახალ ევოზე მუშაობა მერმისს დაიწყება და ბუნებრივია, მის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. თუმცა, „ავტოქარი“ ვარაუდობს, რომ ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას ხუთ წამზე ნაკლებში შეძლებს, ატმოსფეროში კი ყოველ კილომეტრზე 200 გრამზე ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
„ამ პროექტზე მუშაობას მომავალ წელს დავიწყებთ და სამ წელიწადში დავასრულებთ. მიზნად დავისახე, რომ შევქმნათ სპორტული ავტომობილი, რომელიც ელექტრული ძრავის ძალასაც გამოიყენებს“, - ამბობს მასუკო.
ახალი, რიგით მე-11 ევო, S-AWC სრულამძრავიან სისტემას დაეყრდნობა, რომელშიც ინტეგრირებულია მუხრუჭების, საჭის და ტრექშნ კონტროლის სისტემები. ჯერჯერობით, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე დადგენილი არაა. ცნობისათვის, ახლანდელი, მეათე თაბის ევო, რომელსაც იაპონური კომპანია 2007 წლიდან აწარმოებს, ბენზინის 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 295 ცხენის ძალას გამოიმუავებს.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, „მიცუბიშის“ მოდელ ევოს ახალი თაობის გამოშვებაზე უარი ჰქონდა ნათქვამი. ამის მიზეზად კი ის ფაქტი სახელდებოდა, რომ „მიცუბიშის“ თავი პრიორიტეტად ელექტრომობილების განვითარება ჰქონდა არჩეული. მაგრამ ფანების მოთხოვნამ, კომპანიის ხელმძღვანელობას ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
„მიცუბიშის“ მიზანს ახლაც გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების განვითარება წარმოადგენს და ამ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ახალი, ჰიბრიდული ევოს გამოშვება იქნება. ეს ავტომობილი ხომ „მიცუბიშის“ სახეა. მასთან ერთად, კომპანია კიდევ რამდენიმე ჰიბრიდული ავტომობილის წარმოებასაც გეგმავს, რომელთაგან ორი პლაგ-ინ ჰიბრიდი ბაზარზე მერმისს გამოჩნდება...

No comments:

Post a Comment