Monday, October 24, 2011

ესტონეთი ელეტრომობილებს ყიდულობს

Estonia Says i-Do: Largest i-Miev Delivery Ever
24 ოტომბერი
ესტონეთის მთავრობა ელექტრომობილების დიდ პარტიას ყიდულობს. სულ 507 ელექტრომობილის შეძენაა დაგეგმილი და ყველა „მიცუბიშისგან“. ეს ელექტრომობილების ყველაზე დიდი პარტიაა, რომელსაც იაპონური კომპანია ჰყიდის. აქედან პირველი 50 უკვე მიეწოდა ესტონეთის მთავრობას, რომელიც ამ ნაბიჯით, ელექტრომობილების პოპულარიზაციასაც ცდილობს და პარალელურად, კიოტოს პროტოკოლის შესრულებას ეშურება.
იაპონური პატარა ელექტრული ავტომობილის, i-MIEV-ის პირველი პარტიის გადაცემა საზეიმო ცერემონიალი მიეძღვნა, რომელსაც ქვეყნის დედაქალაქ ტალინში, პრემიერ მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც დაესწრნენ.
ესტონეთის მთავრობამ და „მიცუბიში კორპორეიშნის“ ხელმძღვანელობამ ხელშეკრულება მარტში გააფორმეს. ეს იყო იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ესტონეთის მთავრობამ კიოტოს ხელშეკრულებით ითავა და რომელიც ქვეყანას 10 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფის უფლებას აძლევს. ამ ხელშეკრულებით, „მიცუბიში“ ესტონეთს 507 ელექტრომობილს, მიმდინარე ფისკალური წლის (რომელიც 31 მარტს მთავრდება) ბოლომდე მიაწვდის.
i-MIEV მსოფლიო ბაზარზე გამოსული პირველი სერიული ავტომობილია. იაპონური სატესტო ციკლის შესაბამისად, პატარა ხუთკარიანი ჰეჩბეკის სვლის სიშორე 160 კილომეტრია, თუმცა ამერიკულ ბაზარზე, შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 100 კილომეტრია.
2009 წელს „მიცუბიშიმ“ ეს ავტომობილი ბითუმად გაჰყიდა. 2010 წლიდან კი ის საცალო ბაზარზეც გაიტანა. ამ დროის განმავლობაში, ევროპასა და იაპონიაში დაახლოებით 15 000 i-MIEV არის გაყიდული. მათგან დაახლოებით 4 000 ცალი, „პეჟოს“ და „სიტროენის“ ბრენდებით გაიყიდა (შესაბამისად, iON და C-ZERO). ეს ელექტრომობილი უკვე იყიდება კოსტა რიკასა და ჩილეში, მალე კი კანადის და ამერიკის ბაზრებზეც შევა. ამასთან, ელექტრომობილის ამერიკული ვერსია, მის იაპონურ და ევროპულ ვერსიაზე დიდია და დამატებითი აღჭურვილობითაც გამოირჩევა.

No comments:

Post a Comment