Saturday, November 19, 2011

ჯეი ლენომ „შევროლე ვოლტით“ 10 000 მილი ბენზინის გარეშე გაიარა

Jay Leno and Other Volt Owners Drive 10,000 Miles without Using a Drop of Gas
19 ნოემბერი
ერთ–ერთი პირველი, ვინც „შევროლეს“ პლაგ–ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „ვოლტი“ შეიძინა (შარშან, დეკემბერში), ამერიკული ღამის შოუს წამყვანი, ავტომობილების დიდი მოყვარული და კოლექციონერი ჯეი ლენოა (ფოტოზე). მაგრამ კარგა ხანს, „ჯენერალ მოტორსს“ მისი სახელი „ნისანის“ ელექტრომობილ „ლიფთან“ კონკურენციაში ნაკლებად შველოდა. თუმცა, ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა და როგორც კი „ვოლტის“ მწარმოებელი ქარხნის მოდერნიზაცია დასრულდა, გაყიდვებმაც საგრძნობლად იმატა და ოქტომბერში „ვოლტმა“ გაყიდვებში თავისი ვიზავი პირველად მოიტოვა უკან.

ახლახანს კი ლენომ თავის გადაცემაში, თავისი ელექტრომობილის მიღწევის შესახებ გვამცნო: თურმე მას 10 000 მილი (დაახლოებით 16 000 კილომეტრი) ისე გაუვლია, რომ ერთხელაც არ შეუვსია საწვავის მარაგი.
„ყოველდღიურად, სტუდიამდე 28 მილს გავდივარ, მერე მივდივარ მაღაზიებში, ისევ უკან ვბრუნდები და სულ 40 მილი გამომდის. შემდეგ მანქანას შტეპსელში ვაერთებ, მაგრამ კიდევ სადმე წასასვლელი რომ ვიყო, ამისთვისაც მზად ვარ“, – ყვება ლენო.
ბენზინის გარეშე 11 000 მილი აქვს გავლილი (სულ 14 000 მილი) დეტროიტელ ედვარდ ელიატს, რომელიც თავის ყოველდღიურობაზე შემდეგს ყვება: „სადგომზე 120–ვოლტიანი შტეპსელი აღმოვაჩინე და სადგომის ხელმძღვანელებს ვკითხე, შემეძლო თუ არა მისით სარგებლობა, როცა მაღაზიებში დავდივარ, ან ვვახშმობ. თუ ერთი–ორი საათით სადმე ყოფნა მიწევს, ყოველთვის ვცდილობ აკუმულატორების შევსებას, რომ სახლში უპრობლემოდ მივიდე. იქ კი მანქანას ისევ ქსელში ვაერთებ“.
„შევროლემ“ გადაწყვიტა, რომ ლენოს, ელიატს და ყველას, ვინც მარტო ელექტროენერგიით 10 000 მილზე მეტის გავლა მოახერხეს, სპეციალური მედალიონი მისცენ, რომელზეც წარწერილია – „10 000 მილი ელექტრობით“.
„შევროლეს“ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „ვოლტის“ გასაშუალოებული მფლობელი, თავის მანქანაში ბენზინს თვეში მხოლოდ ერთხელ ამატებს. ამასთან, ერთი ავზით, დაახლოებით 900 მილს გადის.

No comments:

Post a Comment