Saturday, November 19, 2011

„ფერარიში“ ნიუის გადასვლას ხელი მისმა ოჯახმა შეუშალა

Family prevented Ferrari switch for Newey
19 ნოემბერი
ნიუი მეუღლესთან ერთად

უკვე რამდენიმე წელია, არ წყდება ლაპარაკი იმაზე, რომ „რედ ბულ რეისინგის“ გამარჯვებათა ერთ–ერთ მთავარ შემოქმედ ედრიან ნიუის „ფერარი“ ეპატიჟება. ამ სეზონში ეს ხმები კიდევ უფრო გახშირდა. მაგრამ ხმები ხმებად დარჩა, ნიუი კი ავსტრიული გუნდის ახალ მანქანაზე მუშაობს...

მაგრამ როგორც ირკვევა, „ფერარიში“ გადასვლის ხმები უსაფუძვლო არ ყოფილა და ნიუის იტალიურ გუნდთან მოლაპარაკებაც ჰქონდა. მას საქვეყნოდაც არაერთხელ უთქვამს, რომ „ფერარიში“ სიამოვნებით იმუშავებდა. მაგრამ გადასვლა არ შედგა, რადგან ნიუის ოჯახმა იტალიაში გადასვლა არ ისურვა.
თავად ნიუი, „ფერარიში“ არგადასვლაზე, ესპანურ მეცხრე არხთან საუბრისას შემდეგს ამბობს: „არგადასვლის განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. უბრალოდ, ამის შესაფერისი დრო არ დამდგარა. თანაც, ჩემი ოჯახი ინგლისში ცხოვრობს, მათთვის კი ბევრი პრობლემა შეიქმნებოდა, თუ იტალიაში გადავიდოდით. არადა, ეს დიდი გუნდია და გარდა იმისა, რომ მისი მანქანით ასპარეზობა მრბოლების უმეტესობას სურს, იგივე ინჟინრებზეც ითქმის“, – ამბობს ნიუი.
ის ასევე უარყოფს ხმებს, რომელთა შესაბ ამისადაც, „რედ ბულის“ ახალი მანქანა RB8, ამ სეზონის მანქანის ევოლუციური ვერსია იქნება. „ამბობენ, თითქოს მე ვთქვი, რომ სრულიად ახალ შასის ვქმნით. მაგრამ მე ასე არ მითქვამს. ეს იქნება 2009 წლის მანქანის (RB5) ევოლუციური ვერსია. ეს შასი ყველა ჩვენი წარმატებული მანქანის საფუძველი იყო და მომავალ სეზონშიც ასე იქნება“.

No comments:

Post a Comment