Saturday, November 19, 2011

რაიკონენი „რენოსაც“ დაუკავშირდა

Boullier admits contact with Raikkonen's manager
19 ნოემბერი
მოსალოდნელი იყო, რომ აბუ დაბის დიდი პრიზის დღეებში, „უილიამსი“ თავისი მეორე პილოტის გვარს დაასახელებდა. ეს კი დიდი ალბათობით, კიმი რაიკონენი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ინგლისური საჯინიბოს ფაბრიკა არაერთხელ მოინახულა. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა, ამჯერად „უილიამსი“ გვპირდება, რომ თავის შემდაგენლობას ბრაზილიის დიდი პრიზის დღეებში გვამცნობს.
ამასობაში კი გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ რაიკონენს სხვა ვარიანტებიც აქვს. ეს ვარიანტები კი „რენო“ და „მერსედესია“. გერმანულ გუნდში ფინელი პილოტის გადასვლის ალბათობა იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ მიხაელ შუმახერი თავის კარიერას დაასრულებს. რაც შეეხება „რენოს“, რომელიც მომავალი სეზონიდან „ლოტუსის“ სახელით იასპარეზებს, მისი შეფი ერიკ ბულიე ამბობს, რომ მისთვის მთავარი სწრაფი მანქანის შექმნაა და არა სახელიანი პილოტის მიწვევა. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ სწრაფი პილოტის გამოცდილება კონკურენტუნარიანი მანქანის შემუშავებისას, ერთ–ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ამასთან, ის აღიარებს, რომ რაიკონენის მენეჯერთან კონტაქტი ჰქონდა.
„მე ნათქვამი მაქვს, თუ რა ფაქტორებს ვაქცევთ ყურადღებას, მომავალი სეზონისთვის პილოტების შერჩევისას. ჩვენი პრიორიტეტი არა სახელოვანი მრბოლის მოწვევა, არამედ სწრაფი მანქანის შემშავებაა. მაგრამ ამ საქმეშიც, გამოცდილი პილოტის ყოლას დიდი მნიშვნელობა აქვს. არც იმას დაგიმალავთ, რომ რაიკონენის მენეჯერი ტელეფონით დაგვიკავშირდა“, – ამბობს ბულიე.
სხვათა შორის, თავიდან ისე ჩანდა, რომ ფრანგულ გუნდში ერთი ადგილი რუს ვიტალი პეტროვს გარანტირებული ჰქონდა. მაგრამ აბუ დაბიში ამან თავისიანებს კრიტიკა დაატეხა თავს, რამაც ბულიესთან მისი ურთიერთობა დაძაბა. მართალია, პეტროვმა ახლახანს მოიბოდიშა, მაგრამ როგორც ჩანს, მისი პოზიცია შესუსტებულია – კონტრაქტით, მას თავისი გუნდისადმი კრიტიკა ეკრძალებოდა. და დიდია ალბათობა იმისა, რომ ბულიე ამ საქციელს არ აპატიებს.
ამასთან, ბულიე ამბობს, რომ ბრუნო სენას, ან პეტროვის თანაგუნდელობის ყველაზე დიდი შანსი რომენ გროჟანს აქვს, რომელიც ამ სეზონში, სერია გრანპრი2–ის ჩემპიონი გახდა. მაგრამ ბევრი რამ შეიცვლება, თუ რაიკონენი „რენოში“ (ლოტუსში) გადასვლას გადაწყვეტს...

No comments:

Post a Comment