Saturday, November 19, 2011

„ლოტუსი“ გამალებით ამზადებს ახალ „ესპრიტს“

Lotus confirms in-house V8, Lego-like chassis has potential
19 ნოემბერი
ფინანსების ნაკლებობის მიუხედავად, „ლოტუსი“ წარმოებისთვის გამალებით ამზადებს მოდელ „ესპრიტს“, რომელიც ბაზარზე 2013 წელს უნდა გამოვიდეს. დიდი ხანია, კომპანიის ინჟინრები ახალ V8 ძრავსა და სრულიად ახალ შასიზე მუშაობენ. და სავარაუდოდ, ავტომობილის წინასერიული პროტოტიპის საგზაო ტესტებიც მალე დაიწყება.
ინტერნეტ გამოცემა „ავტობლოგთან“ საუბრისას, „ლოტუსის“ წარმომადგენლებმა განაცხადს, რომ ისევე როგორც ადრე, „ესპრიტს“ ამჯერადაც ძრავი ბაზაში ექნება. მისი მუშა მოცულობა 4.8 ლიტრია, კონფიგურაცია კი – V8. ამასთან, ამავე ძრავს, ასევე გამოიყენებენ წინაძრავიან „ელიტსა“ და „ეტერნზე“. ჯერჯერობით, ამ ძრავის ტექნიკურ მახასიათებლებზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა საპროექტო გათვლებით, მისი ატმოსფერული ვერსიის მაქსიმალური სიმძლავრე დაახლოებით 500 ცხენის ძალა უნდა იყოს, ტურბოკომპრესორიანისა კი – 620 ცხენის ძალა.
რაც შეეხება შასის, მას „ლოტუსი“ თავისი ყველა მოდელისთვის გამოიყენებს. ამის საშუალებას კი ის ფაქტი იძლევა, რომ შასი მოდულირი იქნება. ანუ, შესაძლებელია მისი წინა, შუა და უკანა ნაწილების შეცვლა. ამასთან, ჩასატარებელი სამუშაოები მინიმუმზე დავა. მართალია, შუა და წინაძრავიანი პლატფორმები განსხვავებული იქნება, მაგარ საბაზისო ელემენტებს ყველა მოდელზე გამოიყენებენ.
ამგვარად, „ესპრიტის“ ბევრ ნაწილსა და დეტალს, შემდეგი თაობის „ევორაზეც“ გამოიყენებენ. თუმცა, ამ მოდელის მომავალი ჯეტაც გაურკვეველია. თუ ის პოპულარობას მოიპოვებს, მაშინ საწარმოო პროგრამაშიც დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოდელ „ელანით“ ჩაანაცვლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, „ესპრიტის“V8 აგრეგატს, „ევორაზეც“ (ელანზეც) გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment