Wednesday, November 9, 2011

”პორშე” ”ფერარი 458-ის” კონკურენტის წარმოებას აპირებს

R8 base for Porsche's 458
9 ნოემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ”პორშეს” მეექვსე თაობის 911-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა, მალე კი გერმანული კომპანია ”ბოქსტრერ/კაიმანის” მესამე თაობის პრემიერასაც ჩაატარებს. მაგრამ მისი გეგმები ამით არ შემოიფარგლება. ცუფენჰაუზენელებს ”ფერარი 458 იტალიას” კონკურენტის გამოშვებაც აქვთ გადაწყვეტილი.
ოღონდ, ”კაიმანის” მსგავსად, ეს არ იქნება 911-ის ვარიანტი, არამედ სრულიად ახალი ავტომობილი, რომელსაც ძრავს ბაზაში ჩაუდგამენ და რომელიც კომპანიის გამაში, ”911 კარერასა” და ”918 სპაიდერს” (ეს ავტომობილი ბაზარზე ჯერ არ გამოჩენილა) შორის დაიკავებს ადგილს.
ახალი ავტომობილისთვის, ”პორშე” სრულიად ახალი პლატფორმის შექმნის ვარიანტს განიხილავს. თუმცა ეს მეტად ძვირადღირებული სიამოვნებაა, რაც ავტომობილის შემუშავების და ბაზარზე გამოყვანის ფასებს გაზრდის. მაგრამ არსებობს მეორე, უფრო რეალური ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ”პორშეს” ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი (თავადაც მალე მისი წევრი გახდება) ”აუდის” მოდელ R8-ს შემდეგი თაობის შასის გამოყენება შეუძლია. სწორედ ამ ვარიანტს ემხრობა ვოლფსბურგული გიგანტის ხელმძღვანელობა.
სხვათა შორის, იგივე შასიზე ააგებენ ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის კიდევ ერთი წევრის - იტალიური ”ლამბორგინის” მოდელ ”გალიარდოს” შემცვლელს. ამ ავტომობილის შემუშავება უკვე დასასრულს უახლოვდება და როგორც ჩანს, ახალ შასის პირველად სწორედ მასზე და R8-ზე გამოიყენებენ. ის ნაწილობრივ ნახშირბადოვანი ქსოვილის კომპოზიტისგანაა დამზადებული და პირველად მისი ცალკეული ელემენტები, ”აუდი R8 e-ტრონზე” გამოიყენეს, რომელიც გერმანულმა კომპანიამ ფრანკფურტში წარადგინა.
რამდენიმე ავტომობილის ზიარ პლატფორმაზე აგებას უზარმაზარი ფულადი სახსრების დაზოგვა შეუძლია. გარდა ამისა, მზა პლატფორმის გამოყენება, იჟინრებს დროსაც დააზოგვინებს და ახალი ავტომობილის შემუშავების პროცესი მალე დასრულდება. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ”პორშემ” არ იჩქაროს და სრულიად ახალი პლატფორმის შექმნას დაელოდოს, რომელსაც ”ფოლკსვაგენის” ჯგუფი მესამე თაობის R8-სთვის და ”გალიარდოსთვის” შექმნის. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ახალი ავტომობილი ბაზარზე 2020 წლამდე ვერ გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment