Wednesday, November 9, 2011

”სუძუკი რეჯინა” - პატარა ავტომობილი ქალაქისთვის

Suzuki Imagines a Small City Car with the Regina Concept
9 ნოემბერი
ტოკიოს შოუსთვის, რომელიც ქალაქის საგამოფენ კომპლექს ”მაკუჰარი მესეში” ჩატარდება, სტარტს კი დეკემბრის დასაწყისში აიღებს, ”სუძუკის” სამი კონცეპტუალური ავტომობილი აქვს მომზადებული, რომელთაგან ერთ-ერთს ”რეჯინა” ჰქვია. ეს ავტომობილი იაპონურმა კომპანიამ ინტერნეტით პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გაგვაცნო.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ”რეჯინა” მოდელ ”სუიფტზე” პატარაა და მისი სახით, ჩვენს წინაშეა ”სუძუკის” მომავალი გლობალური კომპაქტური ავტომობილი. სალონში მხოლოდ ოთხი სავარძელია, რაც მინიმალისტური სტილისთვის გაწეული ხარკია. კომპანიის პრეს რელიზი გვაუწყებს, რომ ავტომობილი შესაშური ეკონომიურობით და მცირე გამონაბოლქვით გაგვაოცებს, რასაც ავტომობილის სიმსუბუქე და დახვეწილი აეროდინამიკა განაპირობებს.


პატარა ავტომობილის სიგრძე 3.55 მეტრი, სიგანე 1.63 მეტრი, სიმაღლე 1.43 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2.425 მეტრია. ”რეჯინა” მხოლოდ 730 კილოგრამს იწონის. ამასთან, მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი, შესაბამისი კლასის ავტომობილებისაზე დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებია.
იაპონურ კომპანიას ჯერ საიდუმლოდ აქვს შენახული, თუ რომელი ძრავით აღჭურვა თავისი კონცეპტუალური ავტომობილი. სამაგიეროდ გვამცნობს, რომ ტესტებზე ”რეჯინა” ერთი ლიტრი ბენზინით 32 კილომეტრს გადის, 100 კილომეტრის გასავლელად კი 3.1 ლიტრიც ჰყოფნის. ამასთან, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 70 გრამ ნახშირორჟანგს ტოვებს.
ჯერჯერობით უცნობია, ეს ავტომობილი კონვეიერზე მოხვდება, თუ ის მხოლოდ ექსპერიმენტული მოდელია.

No comments:

Post a Comment