Wednesday, November 9, 2011

”სუძუკის” სრულიად ახალი გადაადგილების საშუალება

Suzuki's Toy-Like Q-Concept Electric Mini Car
9 ნოემბერი
სწორედ ასეთი განმარტება მისცა ”სუძუკიმ” თავის კიდვ ერთ კონცეპტუალურ ავტომობილს, რომელსაც ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგენს. თან, ეს ავტომობილი ელექტრულია და უჩვეულო დიზაინითაც გამოირჩევა. მას ”Q-კონცეპტი” დაარქვეს და სათამაშოსავით გამოაწყვეს.

იაპონური კომპანია გვარწმუნებს, რომ ”Q-კონცეპტის” სახით, გადაადგილების სრულიად ახლებურ საშუალებას გვიჩვენებს. ”ეს არის რაღაც საშუალო ჩვეულებრივ მოტოციკლებსა და მანქანბს შორის”. სურათის დანახვისას ალბათ ”რენოს” დაახლოებით ასეთივე ”ტვიზი” გაგახსენდათ, რომელიც ასევე ელექტრომობილია და რომელსაც ფრანგული კომპანია უკვე აწარმოებს.
”Q-კონცეპტის” გაბარიტებია: სიგრძე 2.5 მეტრი, სიგანე 1.3 მეტრი და სიმაღლე - 1.65 მეტრი. სალონში მხოლოდ ორი ადგილია. თანაც, მგზავრის სავარძელი, მძღოლისას უკანაა მოთავსებული. ამასთან, როდესაც მისი საჭიროება არაა, ის შეიძლება ამოიღოთ და ასე საბარგულის ადგილი გაიზრდება.
”სუძუკის” რელიზში წერია და ამას ყველა ისედაც მიხვდება, რომ ”Q-კონცეპტს” პარკირებისთვის ძალიან მცირე ადგილიც ჰყოფნის. ამასთან, ის პრაქტიკულობით და მანევრულობით გამოირჩევა. რაც მტავარია, მოტოციკლზე გაცილებით კომფორტულია.
”Q-კონცეპტი” პატარა ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც, მისი მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ-ია. აკუმულატორის (რა ტიპისაა, ეს ჯერ უცნობია) ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ელექტრულმა ჯუჯამ ერთი დამუხტვით 50 კილომეტრი გაიაროს.
”სუძუკი” ჯერ არ გვიმხელს, აპირებს, თუ არა ”Q-კონცეპტის” წარმოებას. რატომაც არა? იაპონური კომპანია ხომ ინდურ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია, იქ კი ყველაზე პოპულარული სწორედ ამ ტიპის ავტომობილებია. ესეც რომ არა, დაახლოებით ამხელავეა ინდურ კომპანია ”ტატას” ჯუჯა ”ნანო”, რომელიც მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის სტატუსს ატარებს...

No comments:

Post a Comment