Thursday, November 10, 2011

”ჰონდას” პატარა სპორტული ელექტრომობილი

New Honda Small Sports EV Concept Heads to Tokyo Motor Show
10 ნოემბერი
სურათზე რომ ესკიზებია, ეს ახალი NSX არაა. მართალია, ამ ხელმისაწვდომ სუპერ ავტომობილს ბაზარი მოუთმენლად ელის, მაგრამ ტოკიოში ”ჰონდა” მისი კონცეპციის წარდგენას არ აპირებს. მას ალბათ პირველად ამერიკის რომელიმე გამოფენაზე გვჩვენებს. სამაგიეროდ, ძალიან საინტერესო კონცეპტუალურ მოდელს იაპონელ დამთვალიერებლებს წარუდგენს.
”პატარა სპორტული ელექტრომობილი” - ახალი ავტომობილის ინტერნეტით გავრცელებულ მწირ ინფორმაციას და ესკიზებს სწორედ ეს სახელი ახლავს. ერთადერთი, რაც ამ ფოტოების ნახვის შემდეგ შეიძლება ითქვას ისაა, რომ ავტომობილს ტარგას ტიპის ძარა აქვს. ანუ, ის ღიაა, მაგრამ უკანა საყრდენიც გააჩნია. ამ ტიპის ძარებს ბოლო დროს იშვიათად იყენებენ, მაგრამ ”ჰონდას” დიზაინერებმა არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერეს. და არც შემცდარან - ”პატარა სპორტული ელექტრომობილი” შესანიშნავად გამოიყურება და გამოფენაზე ის დიდ ყურადღებას მიიქცევს.
რაც შეეხება მის ტექნიკურ აღწერილობას, ამ მხრივაც, იაპონური კომპანია ჯერჯერობით ძუნწობს. რელიზში მხოლოდ ის წერია, რომ ჩვენს წინაშეა მომდევნო თაობის ელექტრომობილის სპორტული მოდელი, რომელიც მართვისას დიდ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და არც გარემოს აზარალებს. მომდევნო თაობაში ალბათ ახალი ტექნლოგია თუ იგულისხმება...

No comments:

Post a Comment