Thursday, November 10, 2011

უბრალოდ, ”ჰონდა მიკრო კომიუტერი”

Honda Shows Off Micro Commuter Concept
10 ნოემბერი
თუ ”ჰონდას” პირველ ორ კონცეპტუალურ ავტომობილს სრულიად ამქვეყნიური გარეგნობა აქვს, ამაზე იგივეს ვერ იტყვით - ეს უფრო სხვა სამყაროდან მოფრენილს ჰგავს. იცნობდეთ, ”მიკრო კომიუტერი”, რა თქმა უნდა, ის ელექტრომობილია. და მართალია, ძალიან ფუტურისტული გარეგნობით გამოირჩევა, მაგრამ თუ ”რენო” არანაკლებ ფუტურისტულ ”ტვიზის” უკვე აწარმოებს, ”ჰონდა” რითაა ნაკლები? ოღონდ, ამ შემთხვევაში, წარმოებამდე შორია.

ამჯერადაც, იაპონური კომპანია მხოლოდ ფოტოებს და მოკლე რელიზს გვაცნობს, რომელშიც შემდეგი წერია: ”მიკრო ზომის, მომავლის საქალაქო ელექტრომობილი, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება ფართო მასებისთვის. ეს ავტომობილი, ადამიანსა და ტრანსპორტს შორის, ახალი ტიპის ურთიერთობას დაამკვიდრებს. ”ჰონდას” მოტოციკლებისა და ავტომობილების კვლევისა და განვითარების ცენტრების ერთობლივი ნამუშევარი, კონცეპტუალურ ელექტულ მოტოროლერ ”მოტორ კომპოს” ოთხბორბლიანი ვერსიაა”.
რამდენადაც სიტყვა ხელმისაწვდომია ნახსენები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ”რენო ტვიზის” სერიოზულ კონკურენტს უმზადებენ და არაა გამორიცხული, რომ ეს უცნაური ჯუჯა, პირველ რიგში, ისეთი ბაზრების ასათვისებლად გამოიყენონ, როგორიც ჩინეთი და ინდოეთია...

No comments:

Post a Comment