Thursday, November 10, 2011

”ჰონდა” ჯოისტიკით

Honda Looks into the Future of Plug-in Hybrids with AC-X Concept
10 ნოემბერი
ტოკიოს წლევანდელი მოტორ შოუ მდიდარი იქნება კონცეპტუალური სიახლეებით. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად, იაპონური კომპანიები იაქტიურებენ. მათ შორის ”ჰონდაც”, რომელმაც გამოფენისთვის რამდენიმე საინტერესო კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა. მათ შორისაა ჰიბრიდული ექსპერიმენტული მოდელი AC-X.
იაპონურმა კომპანიამ ამ ავტომობილი ფოტოები ინტერნეტით უკვე გაავრცელა, თუმცა მის დახასიათებას არ ჩქარობს და მთავარ ცნობებს საგამოფენოდ ინახავს. გავრცელებულ რელიზში მხოლოდ ის წერია, რომ ამ კონცეპციით, ”ჰონდა” თავის მომავალი თაობის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილს გვიჩვენებს. ავტომობილს, რომელიც ეკონომიურობის გარდა, კომფორტითაც გაგანებივრებთ როგორც ქალაქში გადაადგილებისას, ისე შორეული მგზავრობის დროსაც. ამასთან, შესაძლებელი იქნება ავტომობილის როგორც სპორტულ, ისე ავტომტურ რეჟიმში მართვა. კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, ამას ალბათ ”ჰონდა” ტოკიოში დააკონკრეტებს.

აღჭურვილობას რაც შეეხება, ამ მხრივ, ინფორმაცია მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ამ ავტომობილს პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა ამოძრავებს. წამყვანი ძრავია, მას კი ენერგიით აკუმულატორი და შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი კვებავს. რა მონაცემები აქვს ამ სისტემას, ამის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ, ფოტოდან ჩანს, რომ AC-X ჯოისტიკით იმართება...

No comments:

Post a Comment