Thursday, November 10, 2011

”მერსედესმა” როსბერგს კონტრაქტი გაუგრძელა

Mercedes GP Extends Nico Rosberg Contract to 2013 “and beyond”
9 ნოემბერი
”მერსედეს GP-მ” ნიკო როსბერგთან კონტრაქტი გააგრძელა. მიმდინარე კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურებოდა. მართალია, ის ერთი წლით გახანგრძლივდა, მაგრამ გერმანული გუნდი აცხადებს, რომ ახალი კონტრაქტი მრავალწლიანია და ის არსებული კონტრაქტის დასრულების შემდგ, მისი გაგრძელების უფლებას ორივე მხარეს ანიჭებს.
უკვე ორი სეზონია, რაც როსბერგი სამქიმიანების გუნდში ასპარეზობს, თუმცა მისი მონაგარი მხოლოდ სამი კვარცხლბეკია. რაც მთავარია, გერმანელ პილოტს ფ1-ში ჯერ ერთი რბოლაც არ მოუგია. მაგრამ ის იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში, გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი მიეცემა.
”ვერცხლისფერ ისრებთან ერთად გამარჯვება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა იქნება და დიდი სიამოვნებით დავეხმარები გუნდს იმაში, რომ ფორმულა 1-ში საუკეთესო გახდეს”, - გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განაცხადა როსბერგმა.
მომავალი სეზონი იქნება მესამე, რომელშიც ”მერსედს GP” ერთიდაიმავე პილოტებით იასპარეზებს. როსბერგის თანაგუნდლი ლეგენდარული მიხაელ შუმახერია, რომელსაც კონტრაქტი სამქიმიანებთან მომავალ სეზონზეც აქვს, თუმცა თავისი მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ამბობს, რომ ამისათვის დრო სჭირდება.
”მოხარულები ვართ, რომ ნიკოსთან კონტრაქტი გავაგრძელეთ. ეს ის პილოტია, რომელსაც რბოლების და ჩემპიონატების მოგება შეუძლია. ამ ორ სეზონში ის სტაბილურად კარგად ასპარეზობს. ის შესანიშნვი სამუშაო ეთიკით გამოირჩევა და მიხაელთან ერთად, გამორჩეულ წყვილს ქმნის, რომელიც გუნდს პროგრესში ეხმარება”, - განცხადა ”მერსედეს GP-ს” შეფმა როს ბრაუნმა.
ფორმულა ერთის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, იმ ოთხ წელიწადში, რომლებსაც ”მერსედეს GP-ში” გაატარებს, როსბერგი 80 მილიონ ევროს მიიღებს...

No comments:

Post a Comment