Sunday, November 20, 2011

ოსტინის ტრასის ხელმძღვანელებს რბოლის გადადება სურთ

Austin circuit chiefs willing to delay debut grand prix to 2013
20 ნოემბერი
აშშ–ის დიდი პრიზის ორგანიზატორები თანახმანი არიან, რბოლა, რომელიც პირველად მომავალ სეზონში უნდა ჩატარებულიყო, ერთი წლით გადაიტანონ. ტრასა შტატ ტექსასის მთავარ ქალაქ ოსტინის გარეუბანში შენდება, მაგრამ ფორმულა ერთის მთავარ პრომოუტერ ბერნი ეკლსტოუნს ეჭვი გაუჩნდა, რომ მშენებლობა დროულად ვერ დასრულდება. ამიტომ, რბოლის ერთი წლით გადატანა მოითხოვა.
„ჩვენ დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ ტრასის მშენებლობა და რბოლის ჩასატარებლადაც ვემზადებით, მაგრამ ბატონი ეკლსტოუნი დაინტერესებულია, რომ რბოლა 2013 წელს ჩატარდეს. ვიცით, რომ აშშ–ის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გუნდების, ასევე მათი სპონსორებისთვის. რა თქმა უნდა, ტრასის მშენებლობის დროულად დასრულება პრობლემას არ წარმოადგენს“, – ნათქვამია ოსტინის ავტოდრომის (ცირკვიტ ოფ დი ამერიკას) პრეზიდენტ სტივ სექსტონის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეკლსტოუნმა ერთი კვირის წინ გამოაცხადა, რომ აშშ–ის დიდ პრიზს, მომავალი სეზონის კალენდრიდან ამოვარდნის დიდი შანსი აქვს. ამის შემდეგ, ტრასის მშენებლობა შეჩერდა, რადგან მის ხელმძღვანელებს ფ1–თან კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ აქვთ. მომავალი სეზონის კალენდრის დამტკიცების დრო კი ახლოვდება – მას საერთაშორისო საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭო თავის დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცებს. ამგვარად, 2013 წელს ფორმულა ერთს ერთბაშად ორი (ახალი) ეტაპი ექნება. ოსტინის გარდა, კალენდარში ნიუ ჯერსის ეტაპიც შევა, რომელიც კანადურ დიდ პრიზთან ერთკვირიანი ინტერვალით, ივნისში ჩატარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკლსტოუნმა ტექსასური რბოლის გადატანა იმის გამო გადაწყვიტა, რომ მასა და ტრასის ხელმძღვანელებს შორის პრაქტიკულად შეთანხმებულ კონტრაქტზე, ჯერ ხელი არ მოუწერია რბოლის ორგანიზატორ კომპანია „ფულ ტროტლ პროდაქშნზს“, რომელსაც აშშ–ის დიდ პრიზის მთავარ ინიციატორ ტავო ჰელმუნდთან უთანხმოება აქვს. აღსანიშნავია, რომ ჰელმუნდი „ფულ ტროტლ პროდაქშნზის“ ერთ–ერთი დამფუძნებელია...

No comments:

Post a Comment