Sunday, November 20, 2011

„ფიატის“ სიცილიურმა ქარხანამ შეიძლება „ჩერის“ ავტომობილები გამოუშვას

Fiat Sicily plant may assemble cars from China's Chery
20 ნოემბერი
არაა გამორიცხული, რომ მალე, „ფიატის“ სიცილიურმა ქარხანამ ჩინურ კომპანია „ჩერის“ ავტომობილების წარმოება დაიწყოს. ეს ავტომობილები იტალიისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება. ქარხანა „ტერმინი იმერეზე“ პალერმოს მახლობლად მდებარეობს და ის მალე გაჩერდება, რადგან იქ წარმოებულ ავტომობილებზე მოთხოვნა ძალიან შემცირდა.

ეს ქარხანა 41 წლისაა და მისი გაჩერება ორი წლის წინ გადაწყდა. მას შემდეგ, „ფიატმა“ ამ ქარხნის ერთობლივ ექსპლუატაციაზე რამდენიმე შეთავაზება მიიღო. იტალიის მთავრობამ, არჩევანი იტალიურ კომპანია „DR მოტორზე“ შეაჩერა. ეს კომპანია 2006 წელს იტალიელმა ბიზნესმენმა მასიმო დი რიზიომ ჩამოაყალიბა. კომპანია ძირითადად სხვა კომპანიების შეკვეთებზე მუშაობს, რომელთა შორისაც ყველაზე დიდი „ჩერია“.„DR მოტორს“ საკუთარი სადილერო ქსელი არ გააჩნია და ის თავის ავტომობილებს ძირითადად ჰიპერმარკეტებში ჰყიდდა, თუმცა დღეისათვის, მთელს იტალიაში, 70–ზე მეტ სადილერო კომპანიას ამარაგებს.
„DR მოტორი“ აცხადებს, რომ მის ქარხანაში, „ჩერის“ მიერ მიწოდებული მანქანების ეგრეთ წოდებული სახრახნისისმიერი აწყობა მოხდება. ანუ, ჩინეთიდან ქარხანა ავტომობილების სრულ კომპლექტებს (მათ შორის, შეღებილ ძარებს) მიიღებს, რომლებსაც ადგილზე ააწყობენ. „DR მოტორი“ დღესაც აწარმოებს ჩინურ ავტომობილებს, თუმცა მათ საკუთარი მარკით ჰყიდის. პალერმოში კი ავტომობილებს „ჩერის“ მარკით დაამზადებს.
რაც შეეხება „ტერმინის“, ეს ქარხანა „ლანჩას“ მინიავტომობილ „იპსილონის“ სამკარიან ვერსიას აწარმოებს, რომელსაც მალე მისივე ხუთკარიანი ვერსია ჩაანაცვლებს. მაგრამ იმ ავტომობილს „ფიატი“ თავის პოლონურ (ტიშის) ქარხანაში გამოუშვებს. „ტერმინის“ დახურვის გადაწყვეტილება, „ფიატმა“ პროფკავშირებთან ხანგრძლივი მოლაპარაკეებიბს შემდეგ გადაწყვიტა. ამის მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ ტერმინიში ავტომობილების წარმოება, ძვირი ლოგისტიკის გამო, არახელსაყრელია – ერთიდაიმავე ავტომობილის წარმოება, „ტერმინიში“ დაახლოებით 700 ევროთი ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა ქარხნებში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მაკომპლექტებლების მიწოდება იტალიის კონტინენტური ქარხნებიდან ხდება.

No comments:

Post a Comment