Saturday, November 12, 2011

„ჰიუნდაი“ „ელანტრას“ ბაზაზე კუპეს გამოუშვებს


Hyundai Elantra Coupe confirmed, coming to Chicago
12 ნოემბერი
„ჰიუნდაიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მალე „ელანტრას“ ბაზაზე მის კუპესძარიან ვერსიას გამოუშვებს. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა თავიდან ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე იგეგმებოდა, რომელიც ნმბერში გაიმართება. თუმცა, შემდეგ პრემიერა თებერვალში, ჩიკაგოს ავტო შოუზე გადაიტანეს.
ჩვეულებრივ „ელანტრასა“ და მის კუპესძარიან ვარიანტს შორის გარეგნული სხვაობა მხოლოდ კარების რიცხვში იქნება. რა თქმა უნდა, კუპეს მხოლოდ ორი კარი ექნება. ამასთან, ისევე როგორც საბაზო „ელანტრა“, კუპეც ბენზინის 1.8-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება. ძრავს კი, მყიდველის არჩევანის შესაბამისად, 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება. ორ „ელანტრას“ სწორედ კოლოფები განასხვავებს - „ჰიუნდაის“ განცხადბით, კუპეზე კოლოფის საფეხურები უფრო დაახლოებული იქნება, რაც მანქანას უფრო სწრაფად აჩქარების საშუალებას მისცემს.
„ჰიუნდაი“ ვარაუდობს, რომ „ელანტრას“ გაყიდვების დაახლოებით 20 პროცენტი კუპეზე მოვა. ამასთან, ამ ავტომობილს ბაზარზე ისეთი სერიოზული კონკურენტი დახვდება, როგორიც „ჰონდა სივიკ კუპეა“. კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ მისი ახალი ავტომობილი მალე დაიმკვიდრებს ადგილს კონკურენტულ გარემოში.
გარდა ამისა, „ჰიუნდაი“ მალე „ელანტრას“ ხუთკარიანი ვერსიის წარმოებასაც დაიწყებს, რომლის ევროპული ვერსიის - i30-ის პრემიერა ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართა. კორეული კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილის სახელს აღარ დაემატება სიტყვა ტურინგი. „ჰიუნდაის“ განცხადებით, ეს იქნება „ელანტრა რაღაც“. ოღონდ, „რაღაც“ ჯერ არ კონკრეტდება.

No comments:

Post a Comment