Saturday, November 12, 2011

„დაიჰაცუ პიკო“ - პატარა, უცნაური ელექტრომობილი


Tiny Daihatsu Pico EV Concept
12 ნოემბერი
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ტოკიო კვლავ უმასპინძლებს დიდ მოტორ შოუს, რომელზეც ორ ათეულზე მეტი პრემიერაა მოსალოდნელი. სიახლეებს შორის, განსაკუთრებით ბევრი კონცეპტუალური ავტომობილია, რომელთა შორისაც, ელექტრომობილები სჭარბობს. გამოფენისთვის სიახლეები კომპანია „დაიჰაცუსაც“ აქვს. ერთ-ერთი ასეთი სიახლე კი პატარა ელექტრომობილია, სახელად „პიკო“, რომლის დანახვისას კაცი იფიქრებს, ორი მოტოროლერის შეწყვილების შედეგადაა შექმნილიო. და თუ მის ზომებსაც გაეცნობა, ეს აზრი მით უფრო განუმტკიცდება.
თავად განსაჯეთ: სიგრძე 2.40 მეტრი, სიგანე სულ რაღაც, 1.00 მეტრი, სიმაღლე 1.53 მეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 1.83 მეტრი. ამგვარად, ის გაცილებით პატარაა, ვიდრე „სმარტი“. თუმცა სალონში ორი სავარძელი მაინც ჩაეტია, ოღონდ მგზავრის სავარძელი მძღოლისას უკან მოთავსდა.
მანქანას კარი არ აქვს... უფრო სწორედ, მის მოვალეობას კარის დეგრადრებული ნარჩენი ასრულებს, რომელიც ვიწრო ძელს მოგაგონებთ. თან ის ისე იხსნება, როგორც „ლამბორგინის“ კარი. „პიკოს“ გარს აკრავს ერთგვარი მანათობელი სარტყელი, რომელიც თხევადკრისტალურ ლენტს წარმოადგენს და რომელზეც სხვადასხვა ინფორმაციის (ძირითადად, გამაფრთხილებელი ნიშნები) გამოტანა შეიძლება.
„დაიჰაცუ“ ამ პატარა ავტომობილის შესახებ ჯერ დაწვრილებით ინფორმაციას არ ავრცელებს. თუმცა, გვაუწყებს, რომ ავტომობილი მხოლოდ 400 კილოგრამს იწონის. მისი ელემენტების სრული დამუხტვა 2 საათში ესწრება, მათი ტევადობა კი საკმარისია მხოლოდ 50 კილომეტრის გასავლელად. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის მხოლოდ 50 კმ/სთ-ია და უნდა ითქვას, რომ ეს „პიკოსთვის“ სრულებით საკმარისია...

No comments:

Post a Comment