Tuesday, November 22, 2011

„ტატამ“ ჯუჯა „ნანო“ განაახლა

Tata Launches 2012 MY Nano with More Powerful and Fuel Efficient Engine
22 ნოემბერი
„ტატამ“ მსოფლიოს უიაფესი ავტომობილი, ჯუჯა ჰეჩბეკი „ნანო“ განაახლა. ავტომობილი გარეგნულად პრაქტიკულად არ შეცვლილა. ცვლილებები მის ტექნიკურ აღჭურვილობას შეეხო. რაც მთავარია, გაუმჯობესდა ძრავი. მართალია, მისი მუშა მოცულობა ისევ 0. 624 ლიტრია, მაგრამ მისმა სიმძლავრემ 38 ცხენის ძალას, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა კი 51 ნიუტონმეტრს მიაღწია. ორივე მაჩვენებელი 3–3 ერთეულით გაიზარდა.

ძრავის გაძლიერების პარალელურად, მისი ხარჯიც შემცირდა. ახლა ის 100 კილომეტრის გასავლელად, 4.08 ლიტრ  ბენზინს მოიხმარს, რაც პირველი „ნანოს“ ხარჯზე 0.15 ლიტრით ნაკლებია. რა თქმა უნდა, შემცირდა გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაც – განხლებული ავტომობილი ატმოსფეროს 92.7 გრამი CO2–ით აბინძურებს.
შეცვლილია დაკიდების სისტემაც.მის წინა ნაწილს დაემატა განივი მდგრადობის სტაბილიზატორი. შეიცვალა საჭის მექანიზმის პარამეტრები, რის შემდგაც საჭი უფრო რბილად სამართავი გახდა. მუხრუჭებს კი (გარდა საბაზო ვერსიისა) გამაძლიერებელი დაუყენეს. დაბოლოს, განახლებული ავტომობილი უფრო ეფექტური კონდიციონერითაც აღიჭურვა.
ამიერიდან, „ნანოს“ ძარას ათ ახალ ფერად შეღებავენ, შედარებით ძვირადღირებულ ვერსიებზე კი სალონი „უფრო მაღალხარისხიანი მასალებით“ გააწყობენ. თუმცა, ინდურ კომპანიას ეს მასალები არ დაუზუსტებია.
შინაურ ბაზარზე მყიდველს „ნანოს“ ოთხწლიანი (ან 60 000 კილომეტრ გარბენზე) გარანტიით შესთავაზებენ, მისი საბაზო ღირებულება კი 140 000 რუპიაა (დაახლოებით 2 730 დოლარი).

No comments:

Post a Comment