Tuesday, November 8, 2011

”გალფ რეისინგი” მსოფლიოს გამძლეობის ჩემპიონატზე იასპარეზებს

Gulf Racing to run two Lola LMP2 Coupes in WEC
8 ნოემბერი
”გალფ რეისინგმა” გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, მსოფლიოს გამძლეობის ჩემპიონატზე ორი მანქანით იასპარეზებს. ორივე მანქანას ინგლისური კომპანია ”ლოლა” დაამზადებს და ისინი LMP2 (LMP - ლე მან პროტოტაიპ) პროტოტიპების კლასში გამოვლენ.

”გალფ რეისინგის” გუნდს ფაბიან ჟირო უხელმძღვანელებს, რომლის გუნდი შარშან ”ლამბორგინი გალიარდო GT2” მანქანებით ლე მანის თასზე, პილოტების სერიაში ასპარეზობდა, ამ სეზონში კი ”ასტონ მარტინ ვენტიჯ GT2-ით” ასპარეზობს (მისი პარტნიორია გალფ AMR მიდლ ისტ). ჟიროსთან ერთად, გუნდს მისი პარტნიორები, ჟან-პიერ ვალენტინი და ფრედერიკ ფატიენიც უხელმძღვანელებენ. ეს უკანასკნელი, გუნდის პილოტიც იქნება. სხვათა შორის, ჟიროსთან ერთად, ფატიენი საემიროების GT კლასის ჩემპიონატის ლიდერია.
”გალფ რეისინგის” ტექნიკური ცენტრი აბუ დაბის ავტოდრომზეა ბაზირებული და მისი გუნდები სხვადასხვა სარბოლ სერიებში მონაწილეობენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მსოფლიოს გამძლეობის ჩემპიონატზე გამოვა, თავის ბაზად ასევე მანი კურის (საფრანგეთი) ავტოდრომსაც გამოიყენებს. ჩემპიონატზე ”გალფ რეისინგი” არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით გამოვა.
ჟიროს ჯერ არ დაუსახელებია ძრავის მიმწოდებელი. სამაგიეროდ დაადასტურა, რომ
”გალფ რეისინგის” მანქანებით თავად და ფატიენიც იასპარეზებენ. ის ასევე გუნდში ემირატელი პილოტების მიწვევითაცაა დაინტერესებული. პირველი რბოლა, რომელშიც ”გალფ რეისინგი” იასპარეზებს, ამერიკული ლე მანის სერიის პირველი ეტაპია, რომელიც სებრინგში (სებრინგის 12 საათი) მარტში ჩატარდება.
ჟირო მიზნად მსოფლიო ჩემპიონატში და ლე მანის 24-საათიან რბოლაში (LMP2 კლასში) გამარჯვებას ისახავს.

No comments:

Post a Comment