Tuesday, November 8, 2011

იაგუარი იაფფასიან სედანს გამოუშვებს

Jaguar's crucial baby saloon
8 ნოემბერი
”იაგუარის” ინჟინრები ახალი, წინაწამყვანბორბლიანი სედანის შესაქმნლად მუშაობენ, რომელიც ინგლისური კომპანიის გამაში ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება და რომელიც პირველ რიგში, ჩინეთის, ინდოეთისა და აშშ-ის ბაზრებზე გაიყიდება. მოგვიანებით კი მას სხვა ბაზრებზეც გაიტანენ. სავარაუდდ, ახალი ავტომობილის პრემიერა 2015 წელს ჩატარდება.

ბრიტანულ გამოცემა ”ავტოქარის” ცნობით, ახალი სედანის სიგრძე 4.5 მეტრი იქნება და მას ალბათ სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავით აღჭურვავენ, რაც ”იაგუარისთვის” ცოტა არ იყოს, მეტად უცნაური იქნება. თუმცა, კომპანიის ინდოელი წარმომადგენელი, ვინც სახელის გამხელა არ ისურვა, ირწმუნება, რომ ამ ძრავს დაახლოებით ისეთივე სიმძლავრე ექნება, როგორიც უფრო დიდი მოცულობის, ოთხ და ექვსცილინდრიან აგრეგატებს აქვს ხოლმე. ამ ძრავის გარდა, ავტომობილის ძრავების გამაში, ოთხცილინდრიანი 1.8 და 2.0ლიტრიანი ბენზინის და დიზელის ტურბოძრავებიც შევა.
ახალ ავტომობილს, სედანის გარდა, კუპეს და როდსტერის ძარითაც აღჭურვავენ. არაა გამორიცხული, რომ მისი უნივერსალიძარიანი ვერსიაც დამზადდეს. სამაგიეროდ, ”იაგუარი” კვლავ უარს ამბობს ჰეჩბეკის ტიპის ძარაზე. არაა გამორიცხული, რომ იმავე პლატფორმაზე მომავალში ქროსოვერის წარმოებაც დაიწყოს.
პატარა სედანს, ”იაგუარის” ბრიტანული და ინდური საწარმოები გამოუშვებენ. შესაბამისად, ბრიტანული ნაწარმი ევროპასა და ამერიკაში გაიყიდება, ინდური კი - ინდოეთში, ჩინეთში და სხვა განვითარებად ქვეყნებში. წინაწამყვანბორბლიანი ”იაგუარი” 20 000 გირვანქა სტერლინგზე ძვირი ეღირება და ბაზარზე ის კონკურენციას ”აუდი A3-ს” და პირველი სერიის ”ბეემვეს” გაუწევს.
სხვათა შორის, ამასწინათ ”იაგუარმა” თავისი განვითარების 12-წლიანი გეგმა გამოაქვეყნა, რომლის შესრულების შემდეგაც, კომპანიის საწარმოო პროგრამაში სულ 6 მოდელი იქნება. აქედან ორი სპორტული უნდა იყოს, ორიც სედანი და ამდენივე ქროსოვერი...

No comments:

Post a Comment