Monday, December 5, 2011

ბენტლის ახალი 4.0–ლიტრიანი V8 ტურბოს ვიდეო/საუნდ ტიზერი (ვიდეო)

უკვე წელიწადზე მეტია, დადის ხმები, რომ "ბენტლი" თავისი ავტომობილებისთვის წყვილტურბოიან 4.0–ლიტრიან V8 ძრავს ამზადებს. რა თქმა უნდა, ეს ძრავი "ფოლკსვაგენისგანაა". ბრიტანული კომპანია მის მონაცემებს ჯერ საიდუმლოდ ინახავს, თუმცა ახლახანს ამ ძრავის ხმა სპეციალური ვიდეო–ტიზერით მოგვასმენინა. ისე კი, ამ ძრავს "აუდი" თავის რამდენიმე მოდელზე (S6, S7, S8) იყენებს, რომლებზეც მისი სიმძლავრე 420–დან 650 ცხენის ძალამდეა. სავარაუდოდ, მისი "ბენტლისეული" ვერსია კიდევ უფრო მძლავრი იქნება...

ამ ვიდეო/ტიზერს მხოლოდ ლაკონური სიტყვიერი განმარტება ახლავს: "მოგესალმებათ ბენტლის ახალი ხმა – ენერგიული და მქუხარე ხმა და პრელუდია ახალი მამოძრავებელი ძალისა, რომელიც 2012 წლიდან "ბენტლის" აამოძრავებს"!
ხმით მაინც ვისიამოვნოთ, მამაძაღლი :)

No comments:

Post a Comment