Monday, December 5, 2011

პატარა „კადილაკი“ დებიუტისთვის ემზადება

2013 Cadillac ATS Confirmed For 2012 Detroit Auto Show

5 დეკემბერი
ყველაზე პატარა „კადილაკი“, სახელად ATS, დებიუტისთვის ემზადება. ავტომობილის შემუშავების პროცესი თითქმის დამთავრებულია, პირველად კი ის დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუზე გამოჩნდება, რომელიც 9 იანვარს დაიწყება. „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების განვითარების დეპარტამენტის შეფ მარი ბარას თქმით, „კადილაკ ATS“ გლობალური მოდელია და ბაზარზე მისი წამოწევისთვის, ამავე ავტომობილის სპორტული ვერსიაც მზადდება, რომელსაც ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზეც გააგრიალებენ.
ბარასვე თქმით, დეტროიტში „კადილაკი“ კიდევ სამ (კონცეპტუალურ და წარმოებისთვის მომზადებულ) ავტომობილსაც გამოფენს. ბარა ამბობს, რომ ATS–ს ლუქს კლასის ბაზარზე სერიოზული კონკურენცია ელის ისეთი პოპულარული მოდელებისგან, როგორებიცაა „ბეემვეს“ მე–3 სერია, „მერსედეს ბენცის“ C–კლასი და „აუდის“ A4.
იმისათვის, რომ ავტომობილის კონკურენტუნარიანობა უზრუნველეყო, „კადილაკმა“ ATS–სთვის სრულიად ახალი, უკანაამძრავიანი პლატფორმა (ალფა) შეიმუშავა, რომელმაც, როგორც მწარმოებელი გვპირდება, ამ ავტომობილის სისწრაფე, სისხარტე და დინამიურობა უნდა უზრუნველყოს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ამავე პლატფორმაზე შემდეგი თაობის CTS–ს და „შევროლე კამაროსაც“ კი დაამყნობენ.
ალფა პლატფორმის მთავარი თვისებები სიმსუბუქე და კომპაქტურობაა. ამასთან, ის მარტივი მოდრნიზების შემდგ, მისი სამ სხვადასხვა კლასში გამოყენება შესაძლებელი. ეს კი გენერლებს ბევრ თანხას დააზოგინებს. ამავე პლატფორმაზე ასევე უგზოობის მოდელების წარმოებაც იგეგმება.
სედან ATS–სთვის ჯერ მხოლოდ ორი ძრავია განკუთვნილი. ორივე ბენზინისაა. ერთია ოთხცილინდრიანი 2.0–ლიტრიანი, მეორე კი – 3.6 V6. პირველი ტურბოკომპრესორიანია და 270 ცხენის ძალას და 340 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, მეორეს სიმძლავრე კი 330 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 380 ნიუტონმეტრია. ამათგან უფრო ეკონომიური ოთხცილინდრიანი აგრეგატია, რომლითაც ავტომობილი 100 კილომეტრს 7.5 ლიტრი ბენზინით გაივლის. არაა გამორიცხული, რომ მომავალში ATS ოთხცილინდრიანი 2.5–ლიტრიანი ტურბოძრავით და დიზელითაც აღიჭურვოს.

No comments:

Post a Comment