Monday, December 5, 2011

„ტოიოტა“ ორი ახალი სპორტული მოდელის გამოშვებას აპირებს

Toyota considering Supra successor and sub-86 sports car
5 დეკემბერი
„ტოიოტამ“ თავისი უახლესი სპორტული ავტომობილის, GT86–ის პრეზენტაცია ახლახანს, ტოკიოს ავტო შოუზე ჩაატარა და იქვე ცნობილი გახდა, რომ იაპონური კომპანია კიდევ ორი კუპეს – „სუპრას“ შემცვლელისა და GT86–ზე მცირე ზომის მოდელის, სავარაუდოდ, MR2–ის შემცვლელის წარმოების მიზანშეწონილობას განიხილავს.

ეს ინფორმაცია, ავსტრალიურ გამოცემებს – „დრაივს“ და „სიდნ მორნინგ ჰერალდს“, პროექტ GT86–ის მთავარმა ინჟინერმა, ტეცუია ტადუმ მიაწოდა. მანვე განაცხადა, რომ ორივე ავტომობილს ალბათ (ისევე როგორც GT86–ის შემთხვევაში) ისევ „სუბარუსთან“ ერთად შეიმუშავებენ.
„მოდელი GT86 საშუალო ზომის კუპეა. კარგი იქნება, თუ ჩვენ ამაზე დიდ და მომცრო კუპეებსაც გამოვუშვებთ. პირველი „სუპრას“ შთამომავალი იქნებოდა, მეორე კი MR2–ის. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ამ ორ პროექტზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი“, – ამბობს ტადა.
კუპე GT86 „ტოიოტამ“ „სუბარუსთან“ ერთად შეიმუშავა. ორივე კომპანია ამ ავტომობილის მისეულ ვერსიას (სუბარუს კუპეს BRZ უწოდეს) აწარმოებს. მათ თითქმის ყველაფერი ერთნაირი აქვთ, მათ შორის, „სუბარუს“ წარმოების ჰორიზონტალურად ოპოზიტური (ბოქსერ) ოთხცილინდრიანი ძრავი. განსხვავება, და თანაც უმნიშვნელო, მხოლოდ მათს გარეგნობაშია. სხვათა შორის, ამავე ავტომობილს „ტოიოტა“ ტავისი ახალგაზრდული ბრენდის – „საიონის“ მარკითაც გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment