Monday, December 5, 2011

ოჟიე – ჩემპიონთა ჩემპიონი

Sebastien Ogier Wins the Race of Champions
5 დეკემბერი
დიუსელდორფის ესპრიტ არენაზე, ავტოსპორტული სეზონის ტრადიციული დამაგვირგვინებელი ასპარეზობა, ჩემპიონთა რბოლა გაიმართა, რომელიც რალის ფრანგმა მრბოლმა სებასტიან ოჟიემ მოიგო. ტურნირზე ფორმულა ერთის, რალის მსოფლიო ჩემპიონატისა და გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატის (DTM) მრბოლებმა, მეტწილად „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სპორტული და სარბოლი ავტომობილებით იასპარეზეს.

ფორმულა ერთის პილოტთაგან, ტურნირზე მსოფლიოს ჩემპიონებმა, სებასტიან ფეტელმა, მიხაელ შუმახერმა და ჯენსონ ბატონმა, DTM–ის სამმა ჩემპიონმა – გერმანლებმა მარტინ ტომჩიკმა და ტიმო შაიდერმა, ასევე შევადმა მატიას ეკსტრომმა მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ ფინალს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია.
ჩემპიონთა ჩემპიონის დუელში, სებასტიან ოჟიეს მეტოქეობას ლე მანის რვაგზის გამარჯვებული, დანიელი ტომ კრისტენსენი უწევდა. მართალია ფრანგისთვის ეს პირველი ჩემპიონთა რბოლა იყო, მაგრამ მან მაინც ყველა მეტოქეს აჯობა, ფინლში კრისტენსენი 2:0 დაამარცხა და გამარჯვებულის სარგო შამპანურის შხაპიც მიიღო. თანაც, მან სანუკვარ გამარჯვებას იმ ავტომობილით (ფოლკსვაგენ პოლო R WRC) მიაღწია, რომლითაც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე 2013 წლიდან იასპარეზებს.
გუნდურ ჩათვლაში კვლავ საუკეთესო იყო გერმანიის სუპერ დუეტი – ფეტელი და შუმახერი, რომელსაც უკვე ხუთი სეზონია, ბადალი არ ჰყავს. ფინალში მათ სკანდინავიური (ოფიციალურად მას ჩრდილოური ერქვა) დუეტი დაამარცხეს, რომელშიც კრისტენსენის პარტნიორი რალის ფინელი მრბოლი იუჰო ჰანინენი იყო.

No comments:

Post a Comment