How Germany builds 2x as many cars as U.S. while paying 2x the salaries
28 დეკემბერი
...და თავიანთ თანამშრომლებს ორჯერ მეტსაც უხდიან. კერძოდ, შარშან გერმანიაში 5.5 მილიონი ავტომობილი აწარმოეს, ამერიკაში – 2.7 მილიონი. გერმანულ ავტოკომპანიებში, თავიანთ თანამშრომლებს საშუალოდ საათში 67.14 დოლარის ექვივალენტურ თანხას უხდიდნენ, ამერიკულებში კი – 33.7 დოლარს.
ამ მონაცემებში სამი გერმანული კომპანიის – „ბეემვეს“, „დაიმლერის“ და „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მონაცემებია შესული, რომლებიც ავტომობილებს გერმანიაშიც აწარმოებენ და ამერიკაშიც. ამასთან, გერმანული კომპანიების აშშ–ის სამხრეთ შტატებში მომუშავე საწარმოებში დასაქმებულების ანაზღაურება, იმავე კომპანიების გერმანულ ქარხნებში დასაქმებულთა ანაზღაურებასთან ახლოსაც ვერ მივა.
საიდან ასეთი უთანაბრობა? საქმე ისაა, რომ გერმანული საავტომობილო ფროფკავშირები, თავიანთი თანამშრომლების ინტერესებს უფრო ეფექტურად იცავენ, ვიდრე მათი ამერიკელი კოლეგები. მოკლედ, გერმანული კომპანიები ამერიკელებს ნაკლებს იმის გამო უხდიან, რომ მათ ეს გასდით!
სამაგიეროდ, ამერიკული ავტომობილები გერმანიაში წარმოებულებზე გაცილებით იაფი ღირს. მოკლედ, გერმანული კომპანიებისთვის ამერიკა ისეთივე დაბალანაზღაურებადი ქვეყანაა, როგორებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები...
No comments:
Post a Comment