Racing Driver Wins Rally even though his Lamborghini was Burning up
28 დეკემბერი
ცეცხლმოკიდებული მანქანით რბოლას ბევრი პროფესიონალი მრბოლიც ვერ ბედავს, ტასმანიელმა ჯეისონ (მრბოლმა) და ჯონ (ნავიგატორმა) სმიტებმა კი, როცა მათს 600 000–დოლარიან „ლამბორგინი გალიარდო სუპერ ტროფეო სტრადალეს“ უკანა ნაწილში ცეცხლი გაუჩნდა, მანქანის მიტოვებაზე არც უფიქრიათ, რბოლა გააგრძელეს და მოიგეს კიდეც!
„წარმოდგენაც არ გვაქვს, ხანძარი რამ გამოიწვია. ცეცხლი შუა დისტანციაზე გაჩნდა და მის მხურვალებას აშკარად ვგრძნობდი. ჯონს ვკითხე, რა ვქნათ, ძლიერი ცეცხლია და ხომ არ გავჩერდეთ მეთქი? მან კი მიპასუხა, გზა განაგრძე, გამარჯვება შეგვიძლიაო“, – იხსენებს ჯეისონი.
დაუჯერებელია, მაგრამ თუ არ გჯერათ, თავად იხილეთ...
No comments:
Post a Comment