Audi Announces New Investment Plan and Confirms New A3 and R8 e-tron for 2012
28 დეკემბერი
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, „აუდი“ ახალი ტექნოლოგიების და ავტომობილების შემუშავებისთვის, ასევე ახალი საწარმოების ასაშენებლად, 13 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება დაახლოებით 1200 ახალი თანამშრომლის დაქირავება.
„ჩვენი მთავარი მიზანი, საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების ზრდა და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაა, რომელთა დახმარებითაც, მსუბუქი კონსტრუქციებისა და ელექტრომობილების წარმოებას ავითვისებთ. ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ თანამშრომელთა რიცხვის გაზრდას ვაპირებთ“, – ამბობს „აუდის“ მმართველი საბჭოს წევრი თომას ზიგი, ვინც გერმანული კომპანიის ადამიანური რესურსების საქმეებს ხელმძღვანელობს.
იმისათვის, რომ კვალიფიციური თანამშრომლები მიიზიდოს, „აუდი“ მუდმივ ანაზღაურებაზე აიყვანს გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებიც სტუდენტებთან და ტექნიკური სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან ერთად, სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს წარმატებით გაივლიან.
საინვესტიციო გეგმის მიხედვით, 10.5 მილიარდი ევრო ახალი მოდელების და ტექნოლოგიების, (მათ შორის, ელექტრომობილების) ათვისებას მოხმარდება. მოდელებიდან, პირველი ოთხი ბაზარზე მერმისს გამოჩნდება. ესენია ჰიბრიდული A8, რომლის ჰიბრიდულ სისტემაშიც ბენზინის ოთხცილინდრიანი, 2.0–ლიტრიანი ტურბოძრავი შევა, შემდეგი თაობის A3, „A6 ოლროუდ კვატრო“ და სპორტული ელექტრომობილი „R8 e–ტრონი“ (ფოტოზე), რომელსაც ინგოლშტადტელები მცირე რაოდენობით გამოუშვებენ.
No comments:
Post a Comment